საბჭოთა რუსეთის მიერ წახალისებული ქართულ-ოსური ეთნიკური დაპირისპირების სოციალური და პოლიტიკური ორიენტირები (1918-1921)

  • ALEKSANDRE MGEBRISHVILI ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი, გორი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

               ქართველთა და საქართველოში მცხოვრებ ოსთა თანაცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, შეიძლება ითქვას, ბოლშევიკური რუსეთის ასპარეზზე გამოსვლამდე ოსთა შორის არანაირი სეპარატისტული ზრახვები არ არსებობს. პირიქით, XIX საუკუნის დასაწყისში ისინი ერთგულად დგანან ქართველ ბატონიშვილთა გვერდით და მათ მხარდამხარ იბრძვიან რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ.  

            მოგვიანებით, 1918 წლიდან, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების უმთავრეს მიზნად იქცა იმპერიისგან ჩამოშორებული ტერიტორიების კვლავ რუსეთის შემადგენლობაში მოქცევა. ამ მზაკვრული გეგმის ნაწილს საქართველო წარმოადგენდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მტრულად განწყობილი რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება ფულადი სახსრებით, იარაღით და ყველა სხვა საშუალებით ეხმარებოდა ქართულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ სეპარატისტულ ძალებს. სწორედ ამ წამქეზებლური პოლიტიკის წყალობით შიდა ქართლის ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოეწყო ოსთა რამდენიმე შეიარაღებული გამოსვლა საქართველოს წინააღმდეგ.

            ყოველივე ამას ერთვოდა ახა­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ათ­წლე­უ­ლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ოსი ეროვ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბი­ს ინ­ტენ­სი­უ­რი დამ­კვიდ­რე­ბა ცხინ­ვალ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში. მი­უ­ხე­და­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლი სუ­რა­თი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობს ე.წ. „ოსე­თის“, კერ­ძოდ „სამ­ხრეთ ოსე­თის“ ცალ­კე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­უბ­რებ­სა და ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში ოსი ეროვ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბით და­სახ­ლე­ბულ ში­და ქარ­თლის ის­ტო­რი­ულ ტე­რი­ტო­რი­ას რა­ტომ­ღაც თანდათანობით და­უმ­კვიდ­რდა სა­ხელ­წო­დე­ბა - „სამ­ხრეთ ოსე­თი“. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ოსე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, მაგ­რამ ქვეყ­ნის ამ ნა­წი­ლის ოსე­თად მოხ­სე­ნი­ე­ბა  არაბუნებრივი და ისტორიული თვალსაზრისით მიუღებელია.

            მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და იღებდა ვალდებულებას მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის შესახებ, მაინც ათასგვარი ხრიკით, ლეგალური თუ არალეგალური ფორმებით იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში რუსეთის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქციებით მართული სეპარატისტულად განწყობილი ძალები.

            ოსთა შეიარაღებულ გამოსვლებს საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა. აჯანყებული შეიარაღებული რაზმები ხოცავდნენ, ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ ცხინვალსა და მისი შემოგარენის ადგილობრივ მოსახლეობას, ადმინისტრაციისა და მთავრობის წარმომადგენლებს. დაღუპულთა შორის მრავლად იყვნენ ეროვნული გვარდიის მებრძოლებიც.

            აჯანყებულთა გეგმების უმთავრესი ნაწილი იყო სურამის გვირაბის გადაკეტვა და ლაშქრობის გაგრძელება გორის მიმართულებით. თუ საქართველოს მთავრობა მანამდე ოსთა მიმართ ლოიალური პოლიტიკით გამოირჩეოდა, ახლა ვალდებული იყო დაეცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.  

            საბედნიეროდ, ეს არ ეხებოდა საქართველოში მოსახლე მთლიან ოსურ თემს. ოსთა სეპარატისტულ გამოხტომებს თავის დროზე მკაცრად აკრიტიკებდნენ პროგრესულად მოაზროვნე ოსი მოქალაქეები.

            სრულიად საფუძველს მოკლებულია, სხვადასხვა დროს, ცალკეულ ოს ავტორთაგან 1920 წლის ოსთა გენოციდზე საუბარი. ოსთა შეიარაღებული გამოსვლების აღკვეთის და სახელმწიფოებრივი წესრიგის აღდგენის შემდეგ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები გაპირობებული იყო იმ დანაშაულებრივი ქმედებების საპირწონედ, რასაც ეს შეიარაღებული ბრბოები ჩადიოდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების წინააღმდეგ და არა ეთნიკური ნიშნით.

            სხვადასხვა დროს საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი ტიპის მკაცრი ზომები გამოუყენებია სხვა დამნაშავე ელემენტების, მათ შორის ქარ

Publicado
2021-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია