კოსოვოს კონფლიქტი და ნატო-ს სამხედრო ინტერვენცია 1999 წელს

  • LEVAN TARIELADZE დოქტორანტი, ისტორიის სადოქტორო პროგრამა, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ბათუმი, საქართველო http://orcid.org/0000-0001-8113-3347

Resumen

,,ცივი ომის’’ დასრულებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. საბჭოთა კავშირი დაიშალა, გერმანია გაერთიანდა, მმართველი რეჟიმები და პოლიტიკური სისტემები შეიცვალა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. აღნიშნული პროცესები ხშირ შემთხვევაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა სისხლისღვრის აცილება შეუძლებელი გახდა იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც დეზინტეგრაციული პროცესები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არნახული სისასტიკითა და ტრაგედიებით განვითარდა. ევროპის შუაგულში ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულმა ჰუმანიტარულმა კატასტროფამ შეძრა მთელი ევროპა და მსოფლიო.

იუგოსლავიის ომებიდან, გამორჩეულია კოსოვოს კონფლიქტი, რომელიც ,,ცივი ომის’’ შემდგომი მსოფლიო პოლიტიკის განსაკუთრებული და შეიძლება ითქვას ყველაზე რეზონანსული მოვლენაა. 1999 წელს, იუგოსლავიის ცენტრალურ ხელისუფლებასა და უმეტესად ალბანელებით დასახლებულ სერბეთის ავტონომიურ მხარეს, კოსოვოს შორის უკიდურესად გამწვავებული კრიზისის დიპლომატიურად მოგვარების მრავალი მცდელობის ჩავარდნის შემდეგ, ნატო[1]-მ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ჰუმანური მოტივით, საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, 78 დღის განმავლობაში საომარი მოქმედებები აწარმოა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, იუგოსლავიის წინააღმდეგ. საბოლოოდ, ნატო-მ არაჰუმანური მეთოდებით მოახერხა ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება, სერბეთმა კი ვერ შეძლო ალბანური სეპარატიზმის აღკვეთა და დაკარგა თავის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში მოქცეული მხარე.  

თავისი პრეცედენტებით და შედეგებით, ამ კრიზისმა დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო მასში უშუალოდ ჩართულ მხარეებზე, არამედ სრულიად სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რის გამოც იმსახურებს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესსა და ყურადღებას.

საკვანძო სიტყვები: კოსოვოს კონფლიქტი, ნატო-ს ინტერვენცია, 1999 წელი

 

Publicado
2021-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები-მსოფლიო ისტორიის სექცია (ახალი ისტორია)