კორონავირუსის პანდემია და სიღარიბისა და მარიონეტული ხელისუფლებების რიცხვის ზრდა განვითარებად ქვეყნებში

  • VAZHA SHUBITIDZE პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-1928-8310
  • EDISHER JAPHARIDZE პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9239-4785

Resumen

ნაშრომი ეხება საკითხის კვლევას, თუ კორონავირუსის პანდემიამ (COVID 19) როგორ დააჩქარა სიღარიბის და მარიონეტული ხელისუფლებების რიცხვის ზრდა მთელ მსოფლიოში. ამას  სათავე დაუდო გლობალიზაციის ტენდენციურად და სუბიექტურად წარმართვამ მდიდარი ქვეყნების მიერ, რომლებიც ეგოისტურად მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამოდიოდნენ. კორონავირუსის პანდემიამ გააშიშვლა ეს პრობლემა და ქვეყნები, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები ყოფნა-არყოფნის წინაშე დააყენა.

გაიზარდა მათი მოწყვლადობის ალბათობა. სხვერპლის დიდმა რაოდენობამ (4 მილიონამდე  ადამიანი) აიძულა მეცნიერები ამ მოვლენის ღრმა შესწავლა დაეწყოთ. ასეთ ვითარებაში ცნობილი უცხოელი და ქართველი მკვლევარები (დ. ბლეკი, ჯ. ბრაუნი, პ.კ ალდამა, რ. კაპრიანო, კ. ფიცპატრიკი, დ. კოჰანი, ა. გელლერი, ა.დ. ალვისი, ჯ.შაპირო, პ.ბერმი, ლ.პაპავა, ა.სულაბერიძე, ა.სილაგაძე, ე.მექვაბიშვილი, მ.ჯიბუტი, ი. არჩვაძე და სხვ.) სულ უფრო მეტად იხრებიან იქითკენ, რომ ჩამოყალიბდეს ახალი, ინტეგრირებული სამეცნიერო დისციპლინა პანდემიოლოგია,  რასაც  ჩვენც  ვეთანხმებით. იგი შეისწავლის არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს, არამედ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური, გეოპოლიტიკური, ფსიქოლოგიური, დემოგრაფიული, სოციოლოგიური და სხვა სახის ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებს, როგორც გლობალური, ისე ლოკალური მასშტაბით (ა. სულაბერიძე). შესაბამისად გვექნება პანდემიის ეკონომიკა, პანდემიის სოციოლოგია, პანდემიის დემოგრაფია, პანდემიის გეოპოლიტიკა, პანდემიის პოლიტოლოგია, პანდემიის საერთაშორისო პოლიტიკა და ა.შ.

საკვანძო სიტყვები:  კოვიდ 19, პანდემოლოგია და კორონოპოლიტიკა გლობალიზაცია, განვითარებადი ქვეყნები და საქართველო.

Publicado
2021-07-02
Sección
სამეცნიერო სტატიები-პოლიტიკურ მეცნიერებათა სექცია