ა. მარსოვის წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“

  • DALI KANDELAKI ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთის ისტორიის კათედრა http://orcid.org/0000-0001-7764-5059

Resumen

XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსულმა ისტორიოგრაფიამ დიდი ადგილი დაუთმო კავკასიის თემას. ეს განპირობებული იყო ამ საუკუნის დასაწყისიდან რეგიონში მომხდარი ისტორიული მოვლენებით. რუსეთი თანდათან იპყრობდა კავკასიას და მისი მოქმედებები უპირობოდ მხარდაჭერილი უნდა ყოფილიყო როგორც ისტორიული ნაშრომებით, ასევე პრესაში გამოქვეყნებული მასალებით, რომლებიც რუსული საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა.

 

სტატიაში განხილულია რუსი პოეტის, ისტორიკოსისა და სახელმწიფო მრჩეველის ალექსეი ვასილის ძე მარსოვის წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“, რომელიც გამოიცა 1840 წელს მოსკოვში, ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის სტამბაში. 1836 წლიდან, თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ასწავლიდა საქართველოს ისტორიას და  გაკვეთილებიდან შეადგინა მოკლე ჩანაწერები. ავტორის მიერ მოწოდებული ყველა ცნობა ძალიან მოკლეა.

 

წარმოდგენილ სტატიაში შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვებს - როგორაა საქართველოს წარსული მოვლენები შეფასებული ა. მარსოვის წიგნში? არის ეს მითები და ჩვენ საქმე გვაქვს ავტორის წარმოსახვის ნაყოფთან თუ ნაწარმოებში ფაქტები ობიექტურად არის აღწერილი? ა. მარსოვი რუსულენოვან მკითხველს აცნობდა საქართველოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დამახინჯებული ფაქტებით. ამგვარი მასალის გამოყენებისას მკვლევარი უნდა იყოს კრიტიკული, რათა აიცილოს საუკუნეების წინ მომხდარი ისტორიის გაყალბება.

 

საკვანძო სიტყვები: ა. მარსოვი, საქართველო, რუსეთი, ისტორიული ლიტერატურა, წერილობითი წყაროები, XIX საუკუნე.

Publicado
2021-07-02
Sección
სამეცნიერო სტატიები - წყაროთმცოდნეობა (ისტორიოგრაფია)

Artículos más leídos del mismo autor/a