ვინ იყვნენ პროტო-ქართველები?

  • MAIA GHAMBASHIDZE ისტორიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0000-0002-1008-2869

Resumen

ბოლო წლებში რამდენიმე ურთიერთ გამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა პროტო-ქართველების გენეტიკური წარმომავლობისა და მათი განსახლების შესახებ. სამწუხაროდ, ამ მოსაზრებების სიმრავლის გამო დაინტერესებული მკითხველი ვეღარ ხვდება, რომელს დაუჭიროს მხარი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული კვლევა სცილდება ყოველგვარ, უზუსტობას და გარკვეული დასკვნების გაკეთება მხოლოდ ფაქტების საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ შეიძლება. ჩვენი ნაშრომი მიზნად ისახავს პროტო-ქართველების წარმომავლობის ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის შედეგების ჩვენებას.

ძველაღმოსავლური წყაროებისა და უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის შედეგად, ვფიქრობთ, შესაძლებელია ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის შესახებ შემდეგი დასკვნის გამოტანა: გენეტიკურად მონათესავე ძველანატოლიურ და ქართველურ ტომთა (ძვ. წ. I ათასწლეულში ხათების, ქასქების, მუსქების, ძვ. წ. I ათასწლეულში კი - დაიაენი/დიაოხისა და კულხას და სხვ.) ურთიერთკავშირს საფუძვლად დაედო - და ეს კავშირი დიდად განაპირობა - მეტალურგიის საწარმო პროცესების (მადანმოპოვების, მადანდამუშავებისა და ლითონდამუშავების) ფართომასშტაბით განხორციელებამ, ასევე - ამ პროცესში როგორც აქ მცხოვრებ ტომთა, ასევე მეზობელ ეთნოსთა უშუალო თუ ნაწილობრივმა მონაწილეობამ და ერთიანი რელიგიურ-იდეოლოგიური სისტემის - ერთიანი კულტის წარმოქმნამ ქართველურ ტომთა სახლობის მთელ ტერიტორიაზე. შედეგად - ჩამოყალიბდა ერთიანი ცნობიერება, რამაც, ბუნებრივია, შექმნა კიდეც წინაპირობები მომდევნო პერიოდში კოლხეთისა და იბერიის სამეფოთა ჩამოყალიბებისათვის.

და თუ დავუშვებთ (და ამის საშუალებას უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენებიც გვაძლევს), რომ სწორედ ხათები და ქასქები (თუ საერთოდ, ერთიდაიგივე ხალხზე არ გვაქვს საუბარი) უნდა იყვნენ ე.წ. „პროტოკოლხები“, ხოლო მათ უშუალო მეზობლებს – მუსქებს ასევე მივიჩნევთ ქართველურ ეთნოსად, მაშინ საშუალება გვეძლევა  ჩვენი ქვეყნის ისტორია ძვ. წ. XV საუკუნემდე დავაძველოთ.

საკვანძო სიტყვები: ხეთები, ხათები, ქასქები, მუსქები, დიაუხი, კულხა, საქართველო, ქართველები, ხეთოლოგია, კავკასიოლოგია, ძველი ანატოლია, მეტალურგია, რკინა

Publicado
2021-12-23
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია