ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებები 1930-იანი წლების საბჭოთა საქართველოში

  • Nani Manvelishvili თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი

Resumen

აბსტრაქტი.  სტატია განიხილავს 1930-იან წლებში ქალთა სტატუსის ცვლილებისთვის გატარებულ ნორმებს საბჭოთა საქართველოში. 1930-იანი წლები რიგი ღონისძიებებით აღმოჩნდა დატვირთული და ეს ღონისძიებები მიმართული იყო ქალთა ემანსიპაციისკენ. თუ ბოლშევიკების მმართველობის პირველ პერიოდში, ოჯახის ინსტიტუტის შედარებით დასუსტება და თავისუფალი ურთიერთობების გაძლიერება მოხდა, ვითარება იცვლება იოსებ სტალინის მმართველობის დროს. სტალინმა, პირიქით, დაიწყო ოჯახის ინსტიტუტის, როგორც პოლიტიკური და იდეოლოგიური საყრდენის გაძლიერება. სტალინის პოლიტიკა უახლოვდებოდა ტრადიციული სოციალური პოლიტიკის ნორმებს. სტალინი უფრო კონსერვატიულად უყურებდა ამ საკითხს. ხუთწლიანი გეგმის შემდეგ შობადობის მაჩვენებლის დაცემამ კი განაპირობა ის, რომ მან უპირატესობა ძველმოდურ ოჯახებს დაუჭირა და არა ექსპერიმენტებს.

სტატიაში განხილულია საბჭოთა საქართველოში 1920-იანი წლების ბოლოს დაწყებული ცვლილებები, რომელსაც გაგრძელება მოჰყვა 1930-იან წლებში. ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით სახელმწიფომ გაატარა რიგი ცვლილებები. სტატია აფასებს გატარებული ცვლილებების მნიშვნელობას და აყალიბებს შედეგებს. შეიძლება დავასკვნათ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავა ორ ძირითად მო­საზ­რე­ბას შორის: ბოლშევიკებს ნამდვილად სურდათ ქალების გათავისუფლება და მათი და­მოუკიდებელ პირებად ჩამოყალიბება, თუ ისინი უბრალოდ ათავისუფლებდნენ ქალს საშინაო სფეროდან, რათა მათი მუშაობა გამოეყენებინათ სოციალისტური სა­ხელ­მწიფოს მშენებლობისთვის. ვენდი გოლდმანი თვლის, რომ არსებობდა სოციალისტურ-ლი­ბერტარიანული ტრადიცია ბოლშევიკებს შორის, მაგრამ საბოლოოდ ის 30-იან წლებ­ში უნაყოფოდ დასრულდა, რადგან ინდუსტრიალიზაცია გახდა მთავარი არ­ბიტ­რი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისას (Shulman, 2008: 31). ამდენად, ინდუსტრიალიზაციამ თითქ­მის ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა. ისტორიკოსების ნაწილი კითხვას სხვანაირად სვამს და აცხადებს, რომ მთავარი ის კი არ არის, გაათავისუფლეს თუ არა ბოლშევიკებმა ქალი, არამედ მსჯელობა მიმდინარეობს ქმედების მიზანის გამოსარკვევად. ისტო­რი­კოსების ეს ნაწილი ფიქრობს, რომ მიზანი ყოველთვის იყო საშინაო სფეროს გარ­დაქ­მნა და ქალის საოჯახო როლის სახელმწიფოსთვის დამორჩილება. ამდენად, შეიძ­ლე­ბა ვივარაუდოთ, რომ დიახ, ქალის როლი შეიცვალა, მან მიიღო არაერთი უფლება და დაეკისრა გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ ამ ცვლილებების უკან სა­ხელ­მწი­ფოს პოლიტიკა მოიაზრებდა ქალთა ფენებში მომხრეების გაჩენის შესაძლებლობას და სა­ოჯახო ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის გაადვილებულ პროცესს.

საკვანძო სიტყვები. საბჭოთა კავშირი; ქალთა სტატუსი; ქალები; სტალინი; ქალის როლი;

Publicado
2022-06-30
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია