იულიუს ფონ კლაპროტის თბილისური დღიურები
Resumen
XIX საუკუნის დასაწყისში იულიუს ფონ კლაპროტმა (1783-1835) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპაში ორიენტალიზმის განვითარების საქმეში. მის კალამს ეკუთვნის 300-ზე მეტი ნაშრომი. გერმანელი ისტორიკოსის და ენათმეცნიერის კლაპროტის მიერ კავკასიის შესახებ დაწერილი შრომები არის ისტორიული, გეოგრაფიული და ენათმეცნიერული ხასიათის. 1805 წელ იგი გახდა სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა და აქედან განაგრძო თავისი საქმიანობა. 1807-1808 წლებში კავკასიაში მოგზაურობის დღიურები 1814 წელს გერმანიაში გამოაქვეყნა. იგი წარმოადგენს ნაშრომს კავკასიის ისტორიული გეოგრაფიის შესახებ. აღნიშნულმა ნაშრომმა საშუალება მისცა რუსებსა და ევროპელებს უკეთესად შეეცნოთ კავკასიური ენები და კავკასიელები. ნაშრომში ვრცლად და დეტალურად არის აღწერილი კავკასიის სოციო-კულტურული და ეკონომიკის საკითხები. იგი რუსეთ-საქართველოს ქრონოლოგიური ურთიერთობების ასახვის თვალსაზრისით განხვავდება სხვა დღიურებისგან.
კლაპროტს, საქართველოს გეოგრაფიული აღწერილობები საკმაოდ წარმატებულად აქვს გაკეთებული. იგი, თავის დღიურში მოგვითხრობს თბილისის ისტორიის, გეოგრაფიის, სოციო-კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მოგზაურს მიეცა საშუალება ახლოს გასცნობოდა ქართველებს, ქართულ კულტურას და აღნიშნულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგვიტოვა. როდესაც საუბრობს თბილისის ზოგად ხედებზე, განსაკუთრებით მიუთითებს ომების გამო დანგრეულ ქუჩებსა და სახლებზე. იგი დეტალურად საუბრობს ცნობილი თბილისის აბანოების და სისუფთავის კულტურის შესახებ. ეხება რა თბილისში ვაჭრობის და რელიგიის საკითხებს, თბილისის მაგალითზე საქართველოს სოციო-კულტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იძლევა.
საკვანძო სიტყვები: იულიუს ფონ კლაპროტი, თბილისი, ისტორია, კულტურა, ქალაქი











