სამართლებრივი შეხედულებები აჭარაში ოსმალთა ბატონობის პერიოდში

  • OTAR GOGOLISHVILI ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35 http://orcid.org/0000-0002-5196-4155

Resumen

  სტატიაში აღნიშნულია, რომ ოსმალთა ხანგრძლივმა ბატონობამ და ისლამის რელიგიის გავრცელებამ აჭარაში გამოიწვია სრულიად ახალი სამართლებრივი სისტემის დანერგვა, რომელიც განსხვავდებოდა ტრადიციული ქართული სამართლებრივი ნორმებისაგან. იმისათვის რომ იგი საკუთარი სახელმწიფოს ნაწილად ექცია, აჭარაში საკუთარი ოფიციალური  სამართლებრივი ნორმების  დანერგვა დაიწყო. ოსმალთა სახელმწიფოს ოფიციალური სამართლებრივი სისტემა გამომდინარეობდა ისლამის რელიგიისაგან.  აჭარაში ოსმალებმა თანდათანობით დანერგეს მუსლიმანური სამართალი, რომელსაც  ,,შარიათი”  ეწოდებოდა.

  აჭარაში ოსმალთა ბატონობის პერიოდში შარიათი ითვლებოდა ერთადერთ ოფიციალურ სახელმწიფო სამართლებრივ ნორმად.

 ბუნებრივია, ოსმალეთი ამ ტერიტორიებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევდა. ამიტომ ამ მხარეებში ისეთივე სასამართლო და სახელმწიფო რეფორმებს ატარებდა, რასაც თვით ოსმალეთის ტერიტორიებზე. მაგალითად; ოსმალეთმა თანზიმათი ყველა დაპყრობილ ტერიტორიაზე ერთნაირად გაატარა, რამაც შეუწყო ხელი ოსმალეთის ქართულ ტერიტორიებზე ოსმალთა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას და ოსმალური კანონმდებლობის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით ოსმალოს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიწის შესახებ მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც 1858 წელს გამოვიდა.

შარიათის მიხედვით ყველა მუსლიმანს შეეძლო საკუთრებაში ჰქონოდა მიწა დასამუშავებლად, მაგრამ ეს საკუთრება მისთვის მუდმივი არ იყო, ვინაიდან მიწის მთავარ მესაკუთრედ ალაჰი ითვლებოდა.

 საკვანძო სიტყვები: ოსმალები, აჭარა, ისლამის გავრცელება, ქართული სამართლებრივი ნორმები, თანზიმათი, კანონმდებლობა, შარიათი, მუსლიმანი

 

Publicado
2020-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია