ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა და ქართველთა მსოფლმხედველობა
Resumen
ქართველი ხალხის რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში ღვთისმშობლის თაყვანისცემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული წმინდანია. ქართული და უცხოური საისტორიო წყაროები, საეკლესიო გადმოცემები, ეთნოგრაფიული მასალა და სათანადო სამეცნიერო ლიტერატურა გვიჩვენებს თუ საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხის ეროვნულ თვითშეგნებაში როგორ მკვიდრდებოდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის იდეა და რა ფორმები მიიღო ქართველთა რწმენა–წარმოდგენებში წმ. მარიამისადმი თაყვანისცემამ. ქართველებისთვის ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობამ მყარი და ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა წმ. მარიამს ქართულ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში; გახდა მისი კოლექტიური ცნობიერების, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი ნიშანი. დღევანდელ საქართველოში წილხვდომილობის იდეის წინ წამოწევას სოციალურმა თუ პოლიტიკურმა პირობებმა შეუწყვეს ხელი. მოცემული იდეა ქართველთა ეთნიკურობის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მიუხედავად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციის საქმეში. ამდენად, ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ახლად დადგენილი დღესასწაული, რომელის შემოღება განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი სოციო–პოლიტიკური გარემოებებით, ორგანულია ქართველი ერისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის კონსოლიდაციის ერთ-ერთ საშუალებადაც შეიძლება იყოს მიჩნეული.
სტატია ეყრდნობა ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებს, საეკლესიო გადმოცემებს, ქართულ ეთნოგრაფიულ მასალასა და სათნადო სამეცნიერო ლიტერატურას.
საძიებო სიტყვები: ღვთისმშობელი, წილხვდომილობა, ეთნიკურობა, იდენტობა











