ერთი ირანული ფერწერის ატრიბუციისთვის - ქალბატონი მოახლით - ინტერდისციპლინარული კვლევა
Resumen
სტატიაში განხილულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში დაცული ერთ-ერთი ყაჯარული ფერწერული ტილოს “ქალბატონი მოახლით” ინტერდისციპლინარული კვლევის შედეგები.
შ. ამირანაშვილი, ჯერ კიდევ თავის ისტორიულ მონოგრაფიაში ყაჯარული ფერწერის შესახებ ეხება აღნიშნულ ტილოს და მიაჩნია, რომ იგი ე.წ. ხალხურ ნაკადს მიეკუთვნება და მას XIX ს-ის მეორე ნახევრით ათარიღებს.
ფერწერის მხატვრულ-სტილისტურმა ანალიზმა, ასევე ინტერდისციპლინარულმა კვლევებმა გამოავლინეს მასზე წარწერა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა გამოსახული სიუჟეტის დადგენა, ასევე, დამატებითმა კვლევებმა და ხალხური ნაკადის ძეგლების ზოგადი ტენდენციების შესწავლამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა, ტილოზე გამოსახული სიუჟეტი, კერძოდ, გვიანი პერიოდის ხალხურ ლიტერატურაში გავრცელებული ისტორიის, უფლისწულ ბაჰრამ გურისა და მისი ჩინელი სატრფოს- პრინცესა გულანდამის ერთ-ერთი სასიყვარული ეპიზოდი. პარალელური მასალისა და მატერიალური კულტურის ძეგლების შედარებითმა ანალიზმა კი საშუალება მოგვცა, უფრო ზუსტად დაგვეთარიღებინა ძეგლი XIX საუკუნის 40-50 იანი წლებით.
საკვანძო სიტყვები: ფერწერა; ყაჯარები; ხალხური ნაკადი; ბაჰრამ გური; გულამდნამი; ხალხური დასთანები.











