ინგლისელების და პოლონელების მისია კავკასიაში (მე-19 საუკუნის 30-50-იანი წლები)
Resumen
XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის დიდი კავკასიური ომები ევროპის პოლიტიკოსთა თუ საზოგადო მოღვაწეთა დაინტერესების ობიექტი გახდა. იმ პერიოდში ხდებოდა არა მხოლოდ რუსეთისა და კავკასიელი მთიელების ინტერესების შეჯახება, არამედ ინგლისის, თურქეთის და სპარსეთის ინტერესებიც უპირისპირდება ერთმანეთს. რუსეთ-კავკასიის ურთიერთობებზე საერთაშორისო უთანხმოება არსებითი ხდებოდა და ხელს უწყობდა კონფლიქტის გაღრმავებას. კვლევის მიზანია უცხოური სახელმწიფოების და გარეპოლიტიკური ფაქტორების გავლენის განსაზღვრა კავკასიის ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსზე 1830-1850 წლებში. დღემდე არსებობს აზრთა სხვაობა რუსეთისა და ევროპის კავკასიური პოლიტიკის არსის შესახებ, არ არის განსაზღვრული კავკასიური ომის ქრონოლოგია, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი საკითხის კვლევა. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა აღნიშნული კვლევის ჩატარება. ნაშრომში განხილულია და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოგვაქვს ქართული ისტორიოგრაფიისათვის უცნობი ავტორების ნაშრომები.
საკვანძო სიტყვები: კავკასიური ომები, რუსეთის იმპერია, ევროპა.











