1922 წლის 26 მაისის დღესასწაული დაპყრობილ საქართველოში

  • EDISHER NARIMANIDZE ისტორიის დოქტორი, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორი, ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №113, 0800, საქართველო, http://orcid.org/0009-0000-4048-6808

Resumen

 ნაშრომი ეხება საბჭოთა იმპერიალისტური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) ოკუპაციიდან (1921 წლის თებერვალ-მარტი) ერთი წლის შემდეგ, დაპყრობილ საქართველოში, საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1918 წლის 26 მაისი) მე-4 წლისთავის აღნიშვნას 1922 წლის 26 მაისს.

   კვლევაში შედარებით სრულად და ობიექტურადაა წარმოდგენილი ის საპროტესტო მდგომარეობა, რომელიც გასაბჭოებიდან ერთი წლის შემდეგ, 1922 წლის 23-26 მაისს სუფევდა საქართველოში. პრობლემის ირგვლივ არსებული პირველწყაროების, მემუარული ლიტერატურის და ახალი საარქივო დოკუმენტების კრიტიკული შესწავლის და შედარებით სრულად, ახლებურად და ობიექტურად გააზრება-გაანალიზების საფუძველზე გაშუქებულია აღნიშნული საკითხი.

   კვლევის ძირითადი შედეგია ის, რომ სამეცნიერო ბრუნვაში შემოსული დღემდე უცნობი

და გამოუქვეყნებელი მრავალი ახალი საარქივო დოკუმენტებისა და სპეციალური (მემუარული) ლიტერატურის კრიტიკული შესწავლის საფუძველზე, ქართულ ისტორიოგრაფიაში შესწავლილი და გაანალიზებულია ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი გმირული მატიანის უაღრესად მნიშვნელოვან 1921-1924 წლებში - ქართველი ხალხის ბრძოლა საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით 1922 წლის აღნიშნულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში.

   კავკასიაში შექმნილი თანამედროვე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამეცნიერო ნაშრომს აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა.

 

   საკვანძო სიტყვები: 23 მაისი; 24 მაისი; 25 მაისი; 26 მაისი; 1922 წელი.

Publicado
2023-12-26
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია