1920 წლის აჯანყება შიდა ქართლში ისტორიის სახელმძღვანელოებში

  • TAMAR ORJONIKIDZE ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 თბილისი 0162, საქართველო http://orcid.org/0000-0001-7867-912X

Resumen

სტატიაში განხილულია საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში მოცემული 1918-1920 წლებში საქართველოში, კერძოდ კი, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მომხდარი აჯანყებები. ნაშრომი ეყრდნობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გამოცემული სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოების შინაარსობრივ ანალიზს. ყურადღება გამახვილებულია მასალის მოცულობასა და წარმოდგენილ დოკუმენტებზე. გამოყოფილია ის ძირითადი ფაქტები, რასაც სახელმძღვანელოთა ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ აღნიშნული საკითხის განხილვისას. მათ შორის აჯანყებების მიზეზები, ხასიათი, ამ პროცესებში საბჭოთა რუსეთის როლი და მისი რეალური ზრახვები, აგრეთვე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების საპასუხო ქმედებები.

სასკოლო სახელმძღვანელოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისტორიის ფალსიფიცირებული ვერსიების დაძლევის საქმეში. ამ შემთხვევაში კი საქმე ეხება რუსეთის ხელისუფლებისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებულ ფალსიფიკაციას, რომლითაც ცდილობენ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ოკუპაციის გამართლებას.

 საკვანძო სიტყვები: ისტორიის სახელმძღვანელოები; „სამხრეთ ოსეთი“; აჯანყება შიდა ქართლში; რუსული პროპაგანდა; საქართველო.

Publicado
2023-12-26
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია