ფერიქოის დღესასწაულები

  • TEA TATENASHVILI სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ანა პოლიტოვსკაიას 61, 0186, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-0165-7325

Resumen

საუკუნის  მანძილზე სტამბოლის ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის ქართული კათოლიკური ეკლესია  (თურქ. Gürcü Katolik Kilisesi; ქართ. ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ქართულ-კათოლიკური ტაძარი) თავისი სასწავლებლებით, სტამბითა და მდიდარი ბიბლიოთეკით საქართველოს საზღვრებს გარეთ დიდ ქართულ საქმეს, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციას ასრულებდა.

ტაძარი 1861 წელს აშენდა მამა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ სტამბოლის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში  ფერიქოიში (ანგელოსთა სოფელში). აღსანიშნავია ისიც, რომ სტამბოლის ქართული სავანის მოღვაწე მამების უმრავლესობა სამცხე-ჯავახეთიდან იყო. სამცხედან იყო  მამა პეტრე ტატალაშვილიც.

სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანე ასწლიანი არსებობს მანძილზე (1861-1961) წარმოადგენდა როგორც სასულიერო, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრს. სასულიერო სასწავლებლის,  ქართულ-ფრანგული სკოლების, სტამბის, ოსმალეთის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის დაარსება დასტურია  სავანის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა. სწორედ სავანე გახდა იმდროინდელი ქართველი კათოლიკეების განათლების კერა, რომელმაც გზა გაუხსნა ქართველ ახალგაზრდებს ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი ევროპაში მიეღოთ განათლება. სკოლებში მოსწავლეებს ლიტერატურის, ისტორიის, რელიგიის, თეოლოგიის  და ფილოსოფიის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ. მონასტრის მამების უმეტესობა  პოლიგლოტები იყვნენ, თავისუფლად საუბრობდნენ ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და ლათინურ ენებზე,  შესაბამისად ისინი სტუდენტებს ენების დაუფლებაშიც ეხმარებოდნენ.  სწორედ ამ მონასტრის დამსახურებაა იმ ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების არსებობა, როგორიც გახლდათ ივანე გვარამაძე, მიხეილ თამარაშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, შალვა ვარდიძე და სხვა.

სტატიის მიზანი:   სტამბოლის ქართული სავანის ერთ-ერთი ღირსეული მოღვაწის,  მონასტრის მდივნისა და სასწავლო პროცესებზე პასუხისმგებელი პირის, შემდეგ კი უკანასკნელი წინამძღვრის - მამა პეტრე ტატალაშვილის სამონასტრო საქმიანობის  აღწერა და ანალიზი, მის მიერ ფერიქოის სავანის  ტრადიიციის გაგრძელება და გრანდიზული დღესასწაულების მოწყობა, მონასტრის არქივში მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რომელიც აქამდე სამეცნიერო მიმოქცევაში ფართოდ გამოყენებული არ ყოფილა. ვფიქრობთ, აღნიშნული კვლევა საინტერესო იქნება სტამბოლის ქართული მონასტრის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის, მონასტერი რომელიც ცნობილი იყო არამარტო რელიგიური და საგანამანთლებლო საქმიანობით, არამედ კულტურული თვალსაზრისით. მონასტერი, რომელიც ერთგვარი შემაკავშირებელი იყო არამარტო ოსმალეთში გაბნეული ქართველებისათვის, არამედ, საქართველოდან ემიგრირებული ბევრი ქართველისთვისაც.

  

            საკვანძო სიტყვები: პეტრე ტატალაშვილი; სტამბოლის ქართული სავანე; ქართველი კათოლიკეები.

Publicado
2023-12-26
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია