ოსმალური ხელნაწერი დოკუმენტები აჭარაში

  • NUGZAR MGELADZE ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო, ბათუმი, 6010, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, http://orcid.org/0000-0001-8335-6042
  • ZAZA SHASHIKADZE ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო, ბათუმი, 6010, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35 http://orcid.org/0000-0002-5406-577X
  • TEMUR TUNADZE ისტორიის დოქტორი, ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო, შუახევის მუნიციპალიტეტი, 6309, ხიჭაური, http://orcid.org/0009-0008-1502-7042

Resumen

ნაშრომი ოსმალურენოვან ხელნაწერ დოკუმენტებს ეხება. მასში ამ სახის საბუთების კვლევის ძირითადი შედეგებია წარმოდგენილი. ხელნაწერი საბუთების უმრავლესობა აჭარის მოსახლეობის საოჯახო არქივებშია დაცული. ისინი შინაარსობრივად ძალზე მრავალფეროვანია და საოჯახო ყოფის სხვადასხვა სფეროს ეხება. ესაა ქორწინებისა და განქორწინების, უძრავი ქონების განაწილების, ყიდვა-გაყიდვისა და დაგირავების ამსახველი დოკუმენტები. გვხვდება სხვადასხვა სახის მოწმობები, ქვითრები, სავაჭრო თუ სხვა სახის ნებართვები, ნათესავებს შორის მიმოწერები და მუჰაჯირების წერილები. მსგავსი ხელნაწერი საბუთები პირველწყაროს სახით აჭარაში არსებული გვარების გენეალოგიური სქემებისათვის ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. დოკუმენტები საინტერესოა ტოპონიმიკური კვლევის თვალსაზრისითაც.

ხელნაწერი დოკუმენტების მრავალფეროვანი თემატიკის შესაბამისად, კვლევა ინტერდისციპლინური მიდგომების დაცვით განხორციელდა და დოკუმენტების კვლევის ისტორიული, ეთნოლოგიური, კარტოგრაფიული და სფრაგისტიკული მიდგომები მოიცვა. მოყვანილია ოსმალურენოვანი ხელნაწერი ტექსტების თარგმანთან დაკავშირებული კონკრეტული მაგალითებიც.

 

საკვანძო სიტყვები: აჭარა, ოსმალური ხელნაწერი, საბუთი,  ისტორია, ტოპონიმიკა, სფრაგისტიკა, ოჯახი, საკუთრება.

Publicado
2023-12-26
Sección
სამეცნიერო სტატიები - ეთნოლოგიის სექცია