გამჭვირვალე მინის მძივები ადრერკინის ხანის კოლხეთში: (ცაიშის სამაროვნის მიხედვით)

  • GVANTSA VACHADZE არქეოლოგიის დოქტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი რუსთაველის გამზირი 3. თბილისი, საქართველო http://orcid.org/0009-0005-4680-5263

Resumen

კვლევა ეძღვნება დასავლეთ საქართველოში, ცენტრალური კოლხეთის ტერიტორიაზე მდებარე ცაიშის სამაროვანზე ადრერკინის ხანის N1 და N2 კოლხურ კოლექტიურ სამარხ-ორმოებში აღმოჩენილ გამჭვირვალე მინის პროდუქციას - მძივებს. ექსპონატები დაცულია ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში. მინისებური მასალის სხვა ჯგუფებისაგან განსხვავებით, ძვ.წ. პირველი ათასწლეულის პირველ მეოთხედში გამჭვირვალე მინისაგან დამზადებული სუსტად, ან შედარებით ინტენსიურ ტონებში შეფერილი სამკაულის აღმოჩენა საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების კომპლექსებში ახალი ფენომენია.

მინის ნაწარმის მულტიდისციპლინარული შესწავლის შედეგად განხილულ იქნა ის ადგილობრივი და გარე განმაპირობებელი ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვია რკინის ხანის კოლხეთში ამ ახალი ტიპის ნაწარმის გამოჩენა.

პირველ ეტაპზე ჩატარდა მძივ სამკაულის ტიპოლოგიური კვლევა, გამოიყო ოთხი ტიპი და რვა ქვეტიპი და განისაზღვრა მათი მახასიათებლები/მდგრადობა სხვადასხვა ქრონოლოგიურ მონაკვეთებში. ჩატარდა შედარებითი ანალიზი საქართველოსა და კავკასიის, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთის,  მახლობელი აღმოსავლეთის და ეტრურიის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილ თანადროულ გამჭვირვალე მინის ნაწარმთან.        შემდგომ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევით განისაზღვრა მინების დასამზადებლად გამოყენებული ძირითადი ნედლეული და შეფერვისათვის გამოყენებული პიგმენტები.

 

საკვანძო სიტყვა: მინა; კოლხეთი; მძივი; რკინის ხანა; ამიერკავკასია;

Publicado
2023-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები-არქეოლოგიის სექცია