მონებით ვაჭრობა შავი ზღვის აუზში XIV-XV საუკუნეებში
Resumen
ვაჭრობა, შუა საუკუნეების შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო. ამ მდგომარეობამ, დაწყებულმა ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში, კიდევ უფრო განვითარებული სახე XIV.-XV საუკუნეებში მიიღო. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა, პროცესში ვენეციელი და გენუელი ვაჭრების ფართო მასშტაბიანი მონაწილეობის შედეგად. ამით დასტურდება, რომ ხსენებული ვაჭრები მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ოქროს ურდოსთან, თემურ ლენგის სახელმწიფოსთან, ოსმალეთთან, როგორც შავი ზღვის ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში. ამას ემატებოდა კონკურენცია ურთიერთშორის. ამგვარად, ხსენებული ფართო ქსელი ვაჭრობის თვალსაზრისით მეტად მომგებიანი გახდა. ამგვარი მრავალფეროვნების ფონზე როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე აქ მცხოვრები ეთნიკური ერთეულებისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა განსხვავებული წარმოშობის მონებით ვაჭრობის საკითხმა.
მონებით ვაჭრობის და შავი ზღვის აუზის სავაჭრო პოტენციალის საკითხის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მუსლიმი ისტორიკოსების და გეოგრაფების, აღმოსავლეთ რომაელი ისტორიკოსების და მოგზაურების ჩანაწერები. ამათ, გარდა ყურადსაღებია ლათინურ ენაზე შესრულებული საარქივო დოკუმენტები., რადგან ისინი შესრულებული ვენეციელი და გენუელი ნოტარიუსების მიერ და შეიცავენ დეტალურ ცნობებს. წინამდებარე ნაშრომში გამოყენებული გვაქვს არაბული პირველწყაროები, რომელთაც ემატებათ მათი თურქულენოვანი თარგმანები. რაც შეეხება ლათინურენოვან წყაროებში დაცულ ინფორმაციას, დამოწმებული გვაქვს უშუალოდ ამ წყაროების შემცველი ლიტერატურიდან. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მონებით ვაჭრობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია მე-13 საუკუნეში და ეს პროცესი გაგრძელდა, ასევე, მე-14 საუკუნეშიც. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 1453 წელს ოსმალთა მიერ სტამბოლის აღების და 1475 წელს კაფას დაქვემდებარების შემდეგ, მონებით ვაჭრობის თანდათანობით კლების პერიოდი დაიწყო.
საკვანძო სიტყვები: შავი ზღვა, ვენეცია, გენუა, ვაჭრობა, მონა.











