კავკასიის გადასასვლელების მნიშვნელობა თურქებისთვის

  • AYŞE AYÇİÇEK აიშე აიჩიჩექი ისტორიის დოქტორანტი, 19 მაისის უნივერსიტეტი, სამსუნი, 55200, თურქეთი, http://orcid.org/0000-0002-7308-1695

Resumen

უძველესი დროიდან მოყოლებული, კავკასიის უღელტეხილები, როგორც რეგიონის ბუნებრივი დამაკავშირებელი გზები, ხალხბს შორის ურთიერთობაში იყო ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკის, კულტურის და კომერციის მხრივ. თურქეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კავკასიურ გადასასვლელებს, რომლებიც, ასევე, წარმოადგენენ ხიდებს სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისა და კულტურათაშორის ურთიერთობის საქმეში. უღელტეხილები მნიშვნელოვანია  აზიისა და ევროპის,  სამხრეთისა და ჩრდილოეთის, თურქებისა და სლავების, ისლამისა და ქრისტიანობის გამიჯვნის თვალსაზრისით.  ევრაზიის სტეპების ხალხებსა და ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობას შორის კონტაქტი და კულტურული გაცვლა ასევე უზრუნველყოფილი იყო კავკასიის გადასასვლელებით. თურქულმა საზოგადოებებმა, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ კავკასიის მთიან რაიონებში ციცაბო ფერდობებზე, მოგვიანებით, საძოვრების ძიებაში   შეძლეს უღელტეხილების ორივე მხარის მნიშვნელოვან რეგიონებში შეღწევა და დაიწყეს    ამ რეგიონებში დამკვიდრება. მცირე და დიდი გადასასვლელები, როგორიცაა დარიალ-დერბენდი, მეტად მნიშვნელოვანი ხიდი იყო კიმერიელ-სკვით-ჰუნ და სხვა თურქი ხალხებისთვის, რომლებმაც ეტაპობრივად შეაღწიეს ანატოლიაში, შავ ზღვაზე გასასვლელად და ვაჭრობის გასაფართოებლად.   უღელტეხილების კიდევ ერთი მნიშვნელობა, რომელიც გამოიკვეთა ისტორიული მოვლენების განვითარებისას, იყო გადასასვლელებით ვაჭრობის უზრუნველყოფა. შორეული ქვეყნებიდან კავკასიაში ან ანატოლიაში ჩასულ ვაჭრებს უწევდათ ისეთი მნიშვნელოვანი უღელტეხილების გამოყენება, როგორიცაა დერბენდი და დარიალი.

საკვანძო სიტყვები: თურქები; კავკასია; დერბენდი; დარიალი.

Publicado
2023-12-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - კავკასიოლოგიის სექცია