საფარ ფაშა ჯაყელი (1625-1652)
Resumen
საფარ-ფაშა (არაქართულად _ სეფერ-ფაშა ), იგივე ბექა III ჯაყელი, სამცხის ათაბაგების ჯაყელთა დინასტიიდან. მისი მმართველობის დროდ მიღებულია 1625-1651 წლები. საფარ-ფაშას შესახებ არსებობს რამდენიმე ქართული და ოსმალური წერილობითი წყარო, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცნობილია. ეხლა დამატებით შემოდის ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამომდე უცნობი რამდენიმე წყარო რომლებიც ეკუთვნით მისიონერებს _ პორტუგალიელ პედრო დუშ სანტუშს ავგუსტინელთა ორდენიდან და იტალიელ კრისტოფორო კასტელს _ თეატინელთა ორდენიდან, რომლებიც უფრო ნათელს ხდის საფარ-ფაშას ცხოვრების ზოგიერთ მომენტს.
ბექა ჭაბუკობიდანვე მონაწილებდა ჯაყელი ათაბაგების სამფლობელოების შენარჩუნების, გაფართოებისა და ხელისუფლების ჯერ მოპოვებისა და შემდეგ მისი შენარჩუნებისათვის ბრძოლაში. 1580 წლის ოქტომბერში ის ბიძას, ყვარყვარე ათაბაგს ეხმარებოდა ლორეს აღებისა და დარბევის დროს. 1582 წლის თებერვალში კი, 18 წლისა სტამბოლს წაიყვანეს. სავარაუდოა, რომ მან სწორედ მაშინ იწამა ისლამი. თუმცა ისტორიული წყაროების დიდი ნაწილი მისი გამაჰმადიანების თარიღად XVII საუკუნის 20-იან წლებს დებს, როცა სტამბოლიდან დაბრუნებული ძმისწული _ ათაბაგი მანუჩარ III მასთან სტუმრობდა, ვერაგულად მოკლა იგი. ამის შემდეგ ბექა თავად წავიდა სტამბოლს, აღიარა ისლამი და 1628 წელს ფაშას ტიტულით ებოძა ათაბაგობა და იწოდა საფარ-ფაშათ. ის მალე დაწინაურდა ოსმალეთის სახელმწიფოს სამსახურში. ბექას ახალციხის ფაშობა ებოძა 1628 წელს. მის დროს სწრაფად მიმდინარეობდა სამცხის, სამხრეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი პროვინციის გამაჰმადიანება, მაგრამ იმავე დროს ცდილობდა კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა აღმოსავლეთ საქართველოს მეფე თეიმურაზ პირველთან.
მასალები, რომელთა საფუძველზე დაიწერა წინამდებარე გამოკვლევა ნათელს ხდის, რომ ოსმალეთის მბრძანებლის სამსახურში ჩამდგარი რენეგატი ფეოდალი საფარ-ფაშა მზადა იყო ოსმაალეთის სულთნის საამებლად და თავისი მიზნების მისაღწევად ეკადრა ყველფერი.
საკვანძო სიტყვები: საფარ-ფაშა; სამცხე; პედრო დუშ სანტუში; დედისიმედი; ელენე ათაბაგი;











