ევროპული ფედერალიზმის უნიფიკაცია ევროკავშირის მართვის სუპრანაციონალურ პოლიტიკაში

  • EDISHER JAPHARIDZE პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9239-4785

Resumen

ნაშრომში განხილულია ევროპის უნიფიკაცია ფედერალიზაციის მოდელით, რაც გულისხმობს ,,კავშირში’’ და არა ,,ერთობაში’’, ,,არადოგმატური’’ ფედერალიზმის იდეის შემოტანას და მის დამკვიდრებას, რაც მოგვიანებით ფედერალიზმი, როგორც ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმი შემდგომ ევროპის სამართალს საფუძვლად დაედო. ფედერაციულ სახელმწიფოს ფართო მნიშვნელობით ჩვენ ვუწოდებთ ყოველ ფედერაციულ კავშირს, რომელიც ღებულობს ორ განსხვავებულ სახეს: 1) სახელმწიფოთა კონფედერაცია (Staaten Bund), სადაც ფედერაციული კავშირი რბილია და სუსტი. 2) ფედერალური სახელმწიფო (Bundessstaat), სადაც ფედერალური კავშირი უფრო მჭიდროა. 1948 წელს მიშელ მუსხელმა, ფრანგ კონსტიტუციონალისტ გასტონ სტეფანთან ერთად ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი დაწერა, სადაც დეტალურად გაწე­რი­ლია ფედერალიზმის პრინციპები, რომელიც თანამედროვე ევრო­პული სამართალი დღესაც საზრდოობს მიხეილ მუსხელიშვილის მიერ ინიცირებული ფედერალური სახელმწიფოს სამართლის პრინციპებით.

 

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირის ისტორია; ევროპის სამართალი; ევროკავშირი და საქართველო.

Publicado
2025-06-20
Sección
სამეცნიერო სტატიები-მსოფლიო ისტორიის სექცია (ახალი ისტორია)