ძველი თბილისური სადარბაზოს კარის მხატვრულ-სემანტიკური ანალიზი

  • SAMSON LEZHAVA აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გრიბოედოვის ქ. 22, თბილისი, საქართველო 0108 http://orcid.org/0009-0002-7482-5016
  • NIA GALEGASHVILI შპს „ჯი2 ჯგუფი“; ცინცაძის ქ. N26ა, თბილისი 0186, საქართველო პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინერი შპს „ინტეგრალ პლუს“; აღმაშენებლის N180; თბილისი 0112; საქართველო ხატვისა და ხელოვნების ისტორიის პედაგოგი http://orcid.org/0009-0001-3071-0375

Resumen

ოდითგანვე, კარს ჰქონდა განსაკუთრებული როლი ადამიანის ცხოვრებაში: ის იყო გასასვლელი გარე სამყაროდან შიდა სივრცეში, საზოგადოებრივიდან-პირადულში და პირიქით. ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ თავდაპირველად კარი მზადდებოდა ხის მასალისგან, რომლის დამუშავებაც ისწავლა ძველმა ადამიანმა. ისტორიის განმავლობაში კარის კონსტრუქცია და ზომა იცვლებოდა და ვითარდებოდა, ხოლო დღეს ის წარმოადგენს არქიტექტურული ელემენტის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც საკმაოდ აქტიური ელემენტი გახლავთ, დინამიკის თვალსაზრისით.

    სტატიაში  საუბარია თბილისური სადარბაზოს კარის მხატვრულ-სემანტიკურ ღირებულებაზე, თბილისისთვის მათ ფასდაუდებელ მნიშვნელობაზე და იმ სამწუხარო რეალობაზე, რომელიც მათი სავალალო მდგომარეობით კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. საუბარია ასევე მათი გადარჩენის სავარაუდო გზებზე, რადგან ქ. თბილისში კულტურული მემკვიდრეობის მქონე 300-ზე მეტი კარი უკვე განადგურების პირასაა.  განადგურების პირასაა არამხოლოდ კარი, რომელიც ესოდენ ალამაზებს თავისი სიძველით თბილისურ ქუჩებს, არამედ ის ისტორიებიც, რომლის მოწმენიც ისინი გახლავთ.

 

საკვანძო სიტყვები: ძველი თბილისი; კარი; სადარბაზო; თბილისური კარი; არქიტექტურული ელემენტი; კულტურული მემკვიდრეობა.

Publicado
2025-06-20
Sección
სამევნიერო სტატიები - ხელოვნების ისტორიის სექცია