კედლის მხატვრობის მოხსნა: ისტორია და მეთოდოლოგია

  • GVANTSA POTSKHISHVILI დოქტორანტურის სტუდენტი, სადოქტორო პროგრამა ‘კონსერვაცია და კულტურული მემეკვიდრეობის დაცვა’, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საქართველო, ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. 22, 0108 http://orcid.org/0009-0007-1227-9271
  • NANA KUPRASHVILI დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან არსებული კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი საქართველო, ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. 22, 0108 http://orcid.org/0000-0002-2682-5399
  • NUTSA PAPIASHVILI დოქტორანტურის სტუდენტი, სადოქტორო პროგრამა ‘კონსერვაცია და კულტურული მემეკვიდრეობის დაცვა’, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან არსებული კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი საქართველო, ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. 22, 0108 http://orcid.org/0000-0002-8669-1062

Resumen

სტატია მიმოიხილავს კედლის მხატვრობის ჩამოხსნის ისტორიას და მეთოდოლოგიას, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება კედლის მხატვრობის ჩამოხსნის ეთიკურ, ტექნიკურ და პროფესიულ ასპექტებს ეთმობა. თემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ  როგორც საქართველოში, ასევე მის  ფარგლებს გარეთ დღემდე მრავალი ჩამოხსნილი ფრაგმენტი ფიქსირდება, ხოლო ბოლო ათწლეულების განმავლობაში კედლის მხატვრობის ჩამოხსნა ჯერ კიდევ ხორციელდება, საკმარისი კვლევისა და დასაბუთების გარეშე. მოცემული ჩარევა მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლებს.

კვლევა ადგილობრივი და უცხოური გამოცდილების ანალიზს მოიცავს, მასში აღწერილია მხატვრობის ჩამოხსნის ტექნიკები, როგორებიცაა  სტრაპო (strappo), სტაკო (stacco) და სტაკო ა მასელო (stacco a massello) - მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამოყენების მიზნები და მიღებული შედეგები.   

განსაზღვრულია, ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითები, მათ შორის ჩარევები იტალიის, შვეიცარიისა და საქართველოს სხვადასხვა ძეგლზე. კვლევის მიზანია, პროფესიული დისკუსიის გაღვივება, საკონსერვაციო პრაქტიკის გაუმჯობესება და ჩამოხსნის მეთოდის გამოყენების სტანდარტების გადახედვა. ხაზგასმულია, რომ კედლის მხატვრობის ჩამოხსნა უნდა შეფასდეს როგორც უკიდურესი ზომა და განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხატვრობის ავთენტურ ადგილზე შენარჩუნება შეუძლებელია. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, კონსერვატორ-რესტავრატორთა მრავალდარგობრივი სპეციალისტების ჩართვა, თანამედროვე კვლევითი მეთოდების გამოყენება და თითოეული შემთხვევის კრიტიკული ანალიზი.

 

საკვანძო სიტყვები: კედლის მხატვრობა; ჩამოხსნა; კონსერვაცია; რესტავრაცია; მეთოდოლოგია; კულტურული მემკვიდრეობა; პროფესიული ეთიკა.

Publicado
2025-06-20
Sección
სამევნიერო სტატიები - ხელოვნების ისტორიის სექცია