ლიპის ყორღანის წინასწარული ანგარიში

  • DIMITRI NARIMANISHVILI საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3/10, 0105, საქართველო http://orcid.org/0000-0002-5258-3178

Resumen

ლიპის ყორღანის არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ლიპის, იფნარასა და სამღერეთის სოფლებს  შორის, მდ. ტორნეს მარჯვენა ნაპირზე 2021 წელს. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტს, რომელიც კარგათ ასახავს შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურის მატარებელი ხალხის ყოფას, კულტურას და მითო-რელიგიურ მსოფლმხედველობას. ყორღანში აღმოჩნდა თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი არა-ერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტი. არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოვლინდა მოზრდილი ქვებით გამართული ორი კრომლეხი, ორ ფენად განლაგებული ქვის საფარი, რომელიც ფარავდა ყორღანის მიწაყრილს, ხარის სამარხი და ცენტრალური დასაკრძალავი კამერა. მიუხედავად ძარცვის კვალისა, დასაკრძალავ კამერაში აღმოჩენდა ადამიანის ნაშთები და მრავალფეროვანი სამარხი ინვენტარი, მათ შორის სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭლები, ბრინჯაოს ნივთები, ფაიანსისა და ოქროს მძივები, ოქროსა და ალაბასტრის თასები. ცენტრალური დასაკრძალავი კამერის იატაკზე დადასტურებული ეტლის ბორბლების ანაბეჭდები და ხარის ჩონჩხი მიუთითებს რიტუალზე, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის სული, ეტლში შებმული ხარებით ან ხარით,  გადადიოდა საიქიოში. პალინოლოგიურმა და სტრატიგრაფიულმა ანალიზებმა გამოავლინა სხვადასხვა ჯიშის სამკურნალო და საკვები მცენარეების და დამარილებული ხორცის არსებობა.  ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ყორღანის გამართვისას და დაკრძალვის რიტუალის პერიოდში შედარებით ცივი გარემო იყო. ლიპის ყორღანი წარმოჩნდება არა მხოლოდ როგორც სამარხი სტრუქტურა, არამედ როგორც რიტუალიზირებული ლანდშაფტი, სადაც კარგად არის ასახული არქიტექტურის, კოსმოლოგიური სიმბოლიზმის და გარემოს ურთიერთშეხამება. ლიპის ყორღანზე ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თრიალეთის კულტურის მაღალ განვითარებას.  კვლევა ამდიდრებს როგორც საქართველოს ისე სამხრეთ კავკასიის პრეისტორიული საზოგადოების შესახებ არსებულ ცოდნას.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, ქვემო ქართლი, ყორღანი, შუა ბრინჯაოს ხანა, თრიალეთის კულტურა.

Publicado
2025-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები-არქეოლოგიის სექცია