ალექსანდრე მაჩაბელი ლიახვის ხეობის შესახებ

  • ALEKSANDRE MGEBRISHVILI ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

ქართული ზეპირსიტყვიერების კვლევისას უაღრესად მნიშვნელოვანია ამ მასალის შემგროვებლობის საწყისი ეტაპი, რომელშიც XIX საუკუნე მოიაზრება, მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და იმ პიროვნებათა როლი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ფოლკლორულ ტექსტთა მეცნიერულ ფიქსაციას. პირველი შემგროვებლები არა მხოლოდ ტექსტებს იწერდნენ, არამედ ქმნიდნენ ეროვნული თვითშეგნების, ენობრივი სტანდარტიზაციისა და კულტურული მეხსიერების დაცვის საფუძველსაც.

ქართული ზეპირსიტყვიერება საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ზეპირი გადაცემის გზით. მისი წერილობითი ფიქსაცია აქტიურად იწყება XIX საუკუნეში, როდესაც ეროვნულ-განმანათლებლური მოძრაობის ფონზე გაჩნდა ინტერესიც ხალხური კულტურის მიმართ.

პირველი შემგროვებლების საქმიანობა არ იყო მხოლოდ ლიტერატურული, იგი წარმოადგენდა ეროვნული კულტურის გადარჩენისა და თვითიდენტიფიკაციის პროცესის ნაწილს.

XIX საუკუნის საქართველო იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება ეროვნული ისტორიისა და ენის შესწავლის ტენდენცია, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალის შეგროვების დაქართული კულტურული მემკვიდრეობის სისტემატიზაციის სურვილი. ზეპირსიტყვიერების ჩაწერა განიხილებოდა როგორც ეროვნული სულიერი საგანძურის დაცვა.

პირველი შემგროვებლები ძირითადად იყენებდნენ საველე ჩანაწერებს, ზეპირი თხრობის პირდაპირ ჩაწერას, ტექსტის რედაქტირებულ გამოქვეყნებას. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ეტაპზე მეთოდოლოგია სრულყოფილი არ იყო, მათი საქმიანობა საფუძვლად დაედო შემდგომ სტრუქტურულ და ფუნქციურ კვლევებს.

ამ ადამიანებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალექსანდრე მაჩაბელს. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ლიახვის ხეობაში ფოლკლორული ნიმუშების შეგროვებისა და გამოქვეყნების პირველი მცდელობები. მისი აქტიური მოღვაწეობის შედეგად მე-19 საუკუნის არაერთი მნიშვნელოვანი ზეპირსიტყვიერების ნიმუში გამოვლინდა ლიახვის ხეობაში, დაიბეჭდა იმდროინდელ პერიოდულ პრესაში და ხელმისაწვდომი გახდა მომავალი თაობებისთვის.

გარდა ამისა, ალექსანდრე მაჩაბელს უაღრესად საინტერესო ცნობები აქვს გამოქვეყნებული ლიახვის ხეობის სოფლების, მათი მდებარეობის, იმჟამინდელი ყოფის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. ამ სტრიქონებმა დღევანდელ ისტორიულ კონტექსტში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

 

საკვანძო სიტყვები: ლიახვის ხეობა, ალექსანდრე მაჩაბელი, ქურთა, კეხვი, აჩაბეთი, თამარაშენი დგვრისი, ცხინვალი, სამაჩაბლო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

Publicado
2026-06-08
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია

Artículos más leídos del mismo autor/a

1 2 > >>