სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში (1991წ. დეკემბერი-1992წ. იანვარი) ბრიტანული და ირლანდიური პრესის მასალების მიხედვით
Resumen
1991 წლის სექტემბრის დასაწყისიდან ოპოზიციის გამოსვლებმა და დაპირისპირებამ ხელისუფლებასთან შეუქცევადი ხასიათი მიიღო. აღნიშნულ მოვლენებს პირველივე დღიდანვე აშუქებდნენ ბრიტანული და ირლანდიური გამოცემები. ზოგიერთ მათგანს საქართველოში ჰყავდათ კორესპოდენტები, რომლებიც პირდაპირ, მოვლენების ეპიცენტრიდან გადასცემდნენ ახალ ამბებს. მათი სათაურების ცვლილება პირდაპირ მიგვანიშნებს მდგომარეობის სირთულეზე, რაც საბოლოოდ 1992 წლის 6 იანვარს დასრულდა ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით და 1992 წლის მარტის დასაწყისში საქართველოში სსრ კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევადნაძის დაბრუნებით, რომელსაც ასევე ფართო საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა მისი პოლიტიკური წარსულის გამო.
საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური კრიზისი; სახელმწიფო გადატრიალება; ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები; პრესა; საზოგადოებრივი აზრი.











