X საუკუნის II ნახევრისა და XI საუკუნის I ნახევრის უნიკალური ძველი ქართული ეპიტაფია ტაბაწყურიდან
Resumen
ნაშრომში პირველად ქვეყნდება ტაბაწყურის “ნინოყალას” არქიტექტურული კომპლექსის ნანგრევების ტერიტორიაზე გამოვლენილი წარწერიანი საფლავის ქვის ტექსტი. წარწერა პალეოგრაფიულად X საუკუნის II ნახევრითა და XI საუკუნის I ნახევრით დათარიღდა. ეპიტაფია უნიკალურია - გარდაცვლილი პიროვნების შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი სტანდარტული მოსახსენიებელი ეპიტაფიის ნაცვლად, ტექსტი მხოლოდ კრულობითი ხასიათისაა და კრძალავს საფლავის ქვის ხელყოფას მღვდლის ნებართვის გარეშე. აღნიშნული წარწერა ერთის მხრივ აჩენს დამატებით მინიშნებებს “ნინოყალას” არქიტექტურული კომპლექსის რაობის შესახებ, მეორე მხრივ კი აჩენს ეჭვს ეპიტაფიის პატრონის, ტაბაწყურის განმკარგავი ფეოდალის სტატუსის შესახებ. დიდი ალბათობით, საფლავის ქვა ეკუთვნოდა ტაბაწყურის გამგებელ ფეოდალს, რომლის განკარგულებაშიც უნდა ყოფილიყო “ნინოყალას” ეკლესია და გამარებული სამოსახლოც (ან მონასტერი).
საკვანძო სიტყვები: ტაბაწყური; საფლავის ქვა; წარწერა; ეპიტაფია; წყევლა.











