საერო ხელისფალთა მონაწილეობა და როლი საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულების (საეპისკოპოსოების) დაარსებასა და საეკლესიო იერარქიების დადგენის პროცესში (აფხაზეთის საკათალიკოსო XV-XVIII სს.)

  • TEA KARTVELISHVILI ისტორიის დოქტორი, კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცნეტრი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება უფროსი მეცნიერი თანამშრომელი საქართველო, თბილისი, ზ. ალექსიძის #2. http://orcid.org/0009-0002-2350-3535

Resumen

ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლამ და დასავლეთ საქართველოში დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბებამ დიდი ცვლილებები გამოიწვია ეკლესიის ცხოვრებაში. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აფხაზთა საკათალიკოსო გაემიჯნა აღმოსავლეთ საქართველოს ანუ მცხეთის საკათალიკოსოს, რაც არ ყოფილა წმინდა რელიგიურ-კანონიკური ხასიათის შიდაეკლესიური პროცესი; იგი წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს საერო ხელისუფალთა პოლიტიკური სეპარატიზმის პირდაპირ შედეგს.

იმერეთის სამეფოდ, გურიისა და ოდიშის სამთავროებად დაშლილ რეგიონში აფხაზთა საკათალიკოსო იყო ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც მათ აერთიანებდა, ამიტომ მეფე-მთავრები პოლიტიკური ჰეგემონობის მოსაპოვებლად  ცდილობდნენ გავლენა მოეპოვებინათ აფხაზთა კათალიკოსზე.

მეფეები და მთავრები პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად აარსებდნენ ახალ საეპისკოპოსებს და შერჩეულ კანდიდატებს სვამდნენ მათ მმართველებად.

XV-XVIII სს. დასავლეთ საქართველოში საეკლესიო სტრუქტურები უკიდურესად პოლიტიზირებული გახდა.

 

საკვანძო სიტყვები: დასავლეთ საქართველო, აფხაზთა საკათალიკოსო, საეპისკოპოსოების დაარსება, საეკლესიო იერარქების დადგენა, საერო და საეკლესიო ხელისუფლების ურთიერთობა.

Publicado
2026-06-10
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია