გრამატიკული ინტერფერენციის ლინგვისტური ასპექტები ქართველ სტუდენტთა რუსულ ზეპირ მეტყველებაში
Resumen
სტატიაში განხილულია გრამატიკული ინტერფერენციის პრობლემა ქართველი სტუდენტების რუსულ ზეპირ მეტყველებაში. ნაშრომის მიზანია გრამატიკული ინტერფერენციის ლინგვისტური ასპექტის აღწერა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე: არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელების მაგალითზე. რუსულ მეტყველებაში შეცდომების გასაანალიზებლად გამოვიყენეთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I და II კურსის ქართველი სტუდენტების ზეპირი მეტყველება.
სტატიაში განხილულია მშობლიური ენის გავლენა რუსული ენის შესწავლის პროცესში.
ამ პრობლემის დეტალურად განხილვის მიზნით საჭიროდ ჩათვალეთ ისეთი ასპექტების გაანალიზება, როგორიცაა:
-სტუდენტების ლინგვისტური გამოცდილება;
-მშობლიური ენის თავისებურებების გათვალისწინება რუსული ენის ათვისების პროცესში;
- მშობლიური და რუსული ენების ურთიერთქმედების ხასიათი;
- ამ ურთიერთქმედების შედეგი(ინტერფერენცია).





