ანუ კავშირის გამოყენებისათვის ზეპირმეტყველებაში

  • Tea Burchuladze ფილოლოგიის დოქტორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თბილისი, პ. ონგოროყვას 8, თბილისი, 0108 საქართველო, http://orcid.org/0000-0002-2614-012X
Palabras clave: სინტაქსი, ზეპირმეტყველება, კავშირი.

Resumen

ანუ კავშირის ფუნქციონირებისას არაერთი თავისებურება ჩნდება ზეპირმეტყველებაში. ის ცალკე აღებული შეიძლება გამოიყენებოდეს მთლიანი წინადადების მაგივრადაც კი, რაც თანამედროვე მეტყველებაში საუბრისას ხშირად დასტურდება. ტრადიციულად, ანუ კავშირი ძირითადად წინადადების შუაში ან დასაწყისში დგას ხოლმე, თუმცა ზოგჯერ ის შეიძლება წინადადებას თავშიც კი მოუდიოდეს. როცა ამ კავშირით იწყება წინადადება, ცხადია, ფუნქცია იგივეა (განმარტავს, აზუსტებს გარკვეულ სიტყვასა თუ მოვლენას), მაგრამ ნიუანსობრივი სხვაობა გვაქვს – ერთი წინადადადების ფარგლებში კი არაა ეს დაზუსტება, არამედ წინა წინადადებებაში (ან წინადადებებში) რაცაა აზრობრივად გამოხატული, იმას მეორე წინადადადებაში აზუსტებს მისი საშუალებით და სწორედ ამიტომაც იწყება ანუ კავშირით სტუქტურა. ზეპირმეტყველებაში დასახელებული კავშირით წინადადადების დაწყება ბუნებრივია მაშინ, როცა მოსაუბრე მსჯელობს ან კითხვას სვამს, რაც გულისხმობს მეორე ადამიანისაგან რაიმეს განმარტებას. ინტონაციურადაც და შინაარსობრივადაც ყურადღება სწორედ ამ კავშირზეა გამახვილებული – განმარტება, დაზუსტებაა მთავარი. ამიტომაც დიალოგისას განმარტებისათვის საპასუხო წინადადება იწყება ანუ კავშირით.

ასეთი კონსტრუქციები საინტერესოა სინტაქსური თვალსაზრისითაც, მათში ელიფსური სტრუქტურაა. გამოტოვებულია ხოლმე რომელიმე სიტყვა (ყველაზე მეტად სიტყვები: საკითხი, ფაქტი, გარემოება, ვითარება...). სასაუბრო მეტყველებაში დიალოგისას არცთუ იშვიათად ანუ კავშირით  წინადადება სრულდება. ეს სპეციფიკურია მაშინ, როდესაც მოსაუბრე ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს რაიმე მომენტზე კითხვითი სიტყვით (ამ შემთხვევაში მაიგივებელი ანუ კავშირით), როცა კითხვის  ფორმით აზუსტებს და სურს მოისმინოს მოსაუბრის განმარტება.

ანუ კავშირი გვხვდება როგორც მარტივ, ისე რთულ (რთულ თანწყობილ, ქვეწყობილ და შერწყმულ) წინადადებაში. ზეპირმეტყველებაში ის დასტურდება ყველა სახის რთულ წინადადებაში და მისი ადგილიც კონსტრუქციაში იმისდა მიხედვითაა, თუ წინადადების რომელ სიტყვას ან ნაწილს აზუსტებს თუ განმარტვას ის – შეიძლება წინადადების დასაწყისში, შუაში ან ბოლოს დაერთოს.

Publicado
2022-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია