ქართული ლიტურგიკული ჰიმნოგრაფიის ისტორიიდან

(გიორგი მთაწმინდელის „მარხვანის“ ახალი რედაქცია)

  • Lela Khachidze ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, ქ. თბილისი, სიონის ქ. # 13/40, 0105, საქართველო, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი, #1, 0179, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-4141-7825
Palabras clave: ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, გიორგი მთაწმინდელი, „მარხვანი“, Paris. Georg. 5, Ath. 59

Resumen

გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილ-რედაქტირებული „მარხვანი“ ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. იგი შეიცავს მრავალრიცხოვან საგალობლებს, რომლებიც შექმნილია ქრისტიანული ეკლესიისა და კულტურის უდიდესი წარმომადგენლების მიერ. მისი კლასიკური, ვრცელი რედაქცია შეიქმნა 1056-1059 წლებში და დაცულია მრავალრიცხოვან ხელნაწერებში.

წინამდებარე სტატიაში გამოვლენილი და შესწავლილია  ამ კრებულის ახალი რედაქცია, რომელიც, როგორც ირკვევა, „მარხვანზე“ გიორგი მთაწმინდელის მუშაობის პირველ ეტაპს, ამ კრებულის თავდაპირველ, მოკლე რედაქციას წარმოადგენს.

კვლევა ემყარება სამეცნიერო პუბლიკაციებს, ქართულ ხელნაწერებს, აგრეთვე მათ ფოტოპირებსა და ელექტრონულ ვერსიებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათონური კოლექციის ქართული ხელნაწერი - Ath. 59 და პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერი - Paris. Georg. 5.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

 გიორგი მთაწმინდელის რედაქციის უნიკალურ, ვრცელ „მარხვანს“, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება, წინ უძღოდა ამ კრებულის მოკლე რედაქცია, რომელიც დაცულია აღნიშნულ ათონურ ხელნაწერში;

„მარხვანის“ ეს რედაქცია შეიცავს საგალობლების ბევრად მცირე რაოდენობას;

ქრისტიანული პოეზიის შედევრი - ანდრია კრიტელის „დიდნი გალობანი“ ისევე, როგორც ბიბლიური გალობები მასში დაცულია წინადროინდელი  თარგმანებით;

 სისტემატურად გვხვდება „მცირე დოქსოლოგიის“ ელემენტები, რაც დამახასიათებელი იყო მხოლოდ გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის დასაწყისისთვის;

 შემდგომდროინდელი კრებულებისათვის დამახასიათებელი კომპონენტი („წარდგომანი“) ათონურ ხელნაწერში მხოლოდ რამდენჯერმე გვხვდება.

ეს გარემოებები მოწმობს, რომ „მარხვანი“ გიორგი მთაწმინდელის მიერ ბერძულიდან თარგმნილი ერთ-ერთი პირველი ძეგლია, რომელზეც მას უმუშავია ხანგრძლივი დროის მანძილზე.

Publicado
2022-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია