ჯოისის მიერ ლათინური ენის გამოყენება მხატვრის ახალგაზრდა კაცის პორტრეტში

  • Edward Robert Raupp ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0001-5147-7835

Resumen

ცნობილი ირლანდიელი მწერლის ჯეიმს ჯოისის „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური, სრულყოფილი ბილდუნგსრომანი ან კუნსტლერომანი, რომელიც დაწერილია ინგლისურ ენაზე. ამ ნახევრად ავტობიოგრაფიულ წიგნში შეინიშნება ჯოისის მიერ ლათინური ენის გამოყენების მრავალი შემთხვევა. მკითხველი შეიძლება დაინტერესდეს და გაუჩნდეს შეკითხვა თუ რატომაა ამ რაოდენობის ლათინური სიტყვები და ფრაზები შემოტანილი ტექსტში. ამასთან დაკავშირებით კვლევა იდენტიფიცირებს და აანალიზებს ამ შემთხვევებს ორი ჰიპოთეზის: გამოცდილება და ავთენტურობის განხილვის საფუძველზე. პირველი, კვლევა აჩვენებს, რომ 19 საუკუნის ირლანდიელი კათოლიკე ახალგაზრდობა რეგულარურად ესწრება მესებს, რომელიც მთლიანად ლათინურად ტარდება და პარალელურად სწავლობს ლათინურ ენას, რაც კათოლიკური სკოლის სასწავლო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოედგენდა. რაც შეეხება ავთენტურობას, ჯოისს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ახალგაზრდები ეკლესიაში ნასწავლ ლათინურს „წარმატებით“ იყენებენ ჩვეულებრივ სასაუბრო სიტუაციებში და ხუმრობებში.

კვლევა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას რომანის მკითხველთათვის. მასში განხილულია ლათინური სიტყვებისა და ფრაზების ინგლისური თარგმანი იმ კონტექსტში რომელშიც გამოყენებულია რომანში. ეს კვლევა მკითხველისათვის

წარმოადგენს მნიშვნელოვან გზამკვლევს იმის გასაგებად, თუ რატომ და როგორ  იყენებს ჯეიმს ჯოისი ლათინურ სიტყვებსა და ფრაზებს თავის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ხელოვნების ნიმუშში.

 

საკვანძო სიტყვები: ბილდუნგსრომანი, ირლანდია, ჯეიმს ჯოისი, ლათინური, მხატვრის პორტრეტი.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია