გარემოებით დამოკიდებული რთული ქვეწყობილი წინადადების რედუცირება სახელზმნური ფორმების საშუალებით ინგლისურ ენაში

  • Tamar Gelashvili ფილოლოგიის დოქტორი, სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისიტენტ-პროფესორი, ახალციხე, რუსთაველის 113, 0800, საქართველო, http://orcid.org/0000-0001-8692-3102
Palabras clave: რთული ქვეწყობილი წინადადება, სინტაქსური სტრუქტურა, რედუცირებული წინადადება, სახელზმნები.

Resumen

ენას ყოველმხრივ რამდენიმე საენათმეცნიერო დისციპლინა შეისწავლის. ამ დისციპლინათა სისტემაში ცენტრალური ადგილი უჭირავს გრამატიკას, რომელიც ორი დარგისგან - მორფოლოგიისა და სინტაქსისგან შედგება. ეს დარგები შეისწავლიან ენის აგებულების ორ სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მხარეს. თუ მორფოლოგია სწავლობს ენაში არსებულ სიტყვათა ჯგუფებს, მათთვის დამახასიათებელ ზოგად გრამატიკულ მნიშვნელობებს და კატეგორიებს, სინტაქსის შესწავლის საგანს წარმოადგენს სიტყვათშეერთება წინადადებაში. სინტაქსური კატეგორიები მჭიდროდ არის დაკავშირებული მორფოლოგიურ კატეგორიებთან და ხშირად მრავალ სინტაქსურ კატეგორიას საფუძვლად მორფოლოგიური კატეგორიები უძევს.
ინგლისურ ენაში მარტივი და რთული წინადედაბები წარმოადგენს აზრის გადმოცემის სხვადასხვა სახის მექანიზმს და საშუალებას, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი სინტაქსური წყობით შეუძლია გადმოსცეს ერთი და იგივე სემანტიკური მნიშვნელობა.
სახელზნების სინტაქსური ფუნქციის კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ სახელზმნები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ რედუცირებული წინადადების წარმოების დროს ინგლისურში. კერძოდ, დამოკიდებული წინადადებების ზმნა სახელზმნად გადაკეთდება და დამოკიდებული წინადადების შესაბამის წევრად მთავარს შეუერთდება, რაც რედუცირებული წინადადების წარმოების საშუალებას გვაძლევს ქართულ და ინგლისურ ენებში.
მოცემულ სტატიაში განხილულია გარემოებით დამოკიდებული რთული ქვეწყობილი წინადადების რედუცირება სახელზმნური ფორმების საშუალებით ინგლისურ ენაში და სანალიზო მასალის გამოყენებით ნაჩვენებია ის თავისებურებები, რაც გარემოებით დაქვემდებარებული რთული ქვეწყობილი წინადადების რედუცირების დროს იჩენს თავს.

საკვანძო სიტყვები: რთული ქვეწყობილი წინადადება, სინტაქსური სტრუქტურა, რედუცირებული წინადადება, სახელზმნები.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია