ორჰან ფამუქის რომანის „მდუმარე სახლი“ ქართულ თარგმანში: „ზნეობრივი ფასეულების გამომხატველი ლექსიკური ერთეულები“

  • İlkiz Şenel Uzunkaya სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, საქართველო, http://orcid.org/0000-0001-6831-9390
Palabras clave: ორჰან ფამუქი, მდუმარე სახლი, თურქული ენა, ქართული ენა, ზნეობა.

Resumen

ორჰან ფამუქის რომანის „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ შემდეგ 1983 წელს გამოიცა მისი მეორე რომანი „მდუმარე სახლი“. მრავალ ენაზე თარგმნილმა „მდუმარე სახლმა“ ფრანგულენოვანმა თარგმანმა 1991 წელს მოიპოვა ევროპის პრიზი „დე ლა დეკუვერტი“. რომანის თემაა სამი შვილიშვილის რომელთაგან ერთი იყო  ისტორიკოსი, ერთი რევოლუციონერი და ერთსაც გამდიდრება ჰქონდა აჩემებული, ერთი კვირის ცხოვრების ამბავი, რომელიც მათ 1980 წლის ზაფხულში  ბებიის სასახლეში, ჯენეთჰისარში, სტამბოლიდან ორმოცდაათ კილომეტრში გაატარეს.

ორჰან ფამუქი, როგორც თურქი მწერალი, არის პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორი. ფამუქი, რომელსაც მრავალი რომანი აქვს დაწერილი, მსოფლიოში ცნობილი მწერალია. ფამუქის რომანები ითარგმნა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მისი ნაწარმოებები, როგორიცაა „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“, „უმანკოების მუზეუმი“, „მდუმარე სახლი“ და ა.შ.  ასევე ითარგმნა ქართულად და ქართველ მკითხველში მოწონება დაიმსახურა. ორჰან ფამუქის რომანი „მდუმარე სახლი“ ქართულად თარგმნა ლია ჩლაიძემ. წინამდებარე სტატიაში ყურადღება არის გამახვილებული ორჰან ფამუქის რომანის „მდუმარე სახლის“ ქართულ თარგმანში ზნეობის ამსახველი თურქული სიტყვების ქართულ შესატყვისებზე. აღნიშნულ რომანში „ზნეობრივი ფასეულობების ლექსიკური ერთეულების“ ​​შემცველი წინადადებები თურქულ და ქართულ ენებზე ცხრილების სახით არის მოცემული. ლექსიკური ერთეულები დაჯგუფებულია დადებითი და უარყოფითი კონტექსტის მიხედვით.

ორჰან ფამუქის რომანში „მდუმარე სახლში“ დაცული ზნეობრივი ფასეულობების ლექსიკური ერთეულები ქმნიან სიტყვათა ჯგუფებს. ცხადია, რომ ისინი ცხოვრებისეულია და ყველა კულტურაში გვხვდება. მათი საშუალებით გამოიხატება  დადებითი და უარყოფითი ფასეულებები. მიუხედავად ენობრივი განსხვავებისა, ისინი წარმოადგენენ ენობრივ სიმდიდრეს და მკითხველს თარგმანის საშუალებით მიეწოდებიან.  წინამდებარე კვლევის მიზანია ზნეობრივი ფასეულობების გამომხატველი ლექსიკური ერთეულების გამოვლენა და მათი შესაბამისობის დადგენა.

 

საკვანძო სიტყვები: ორჰან ფამუქი, მდუმარე სახლი, თურქული ენა, ქართული ენა, ზნეობა.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია