ანთროპონიმული მოდელი საქართველოში. ლინგვო-კულტურული პარადგიგმები  (ეპიტაფიების მიხედვით)

  • David Shavianidze აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საქართველო, ქუთაისი, თამარ მეფის #59 საფოსტო ინდექსი: 4600, საქართველო http://orcid.org/0000-0002-0568-1226
  • Luiza Khachapuridze ფილოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საქართველო, ქუთაისი, თამარ მეფის #59 საფოსტო ინდექსი: 4600, საქართველო http://orcid.org/0000-0002-1991-2005

Resumen

ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება ეპიტაფიებისთვის ხალხის მიერ დარქმეული სახ­ელი - „საფლავის ქვის მეისტორიე დაწერილობები“.

ეპიტაფიები ის ერთი პირველწყაროა, რომლითაც ვიკვლევთ ანთროპონიმულ სისტემას; ანთრ­ოპ­ონიმიის ენობრივ მახასიათებლებს, ტრადიციული ქართული და ქრისტიანული რელიგიით შემო­სულ სახელებს, სქესის აღმნიშნველი სახელებს; ქალის მამაკაცის გვარზე გადასვლის შემთხვევებს.  

ეპიტაფიების კვლევით დასტურდება, რომ XIX ს-ის თითქმის ყველა კამერალური აღწერის მასალებსა და საეკლესიო (აღსარების მთქმელთა) დავთრებში დადასტურებული ანთროპონიმული მოდელი საქართველოში სამართლებრივი თვალსაზრისით რეგლამენტირებული წესით არა, მაგრამ ტრადიციულად წესით მაინც მკაცრად იყო დაცული. 

აღნიშნული მიდგომა გრძელდება მე-20 საუკუნეში. ძირითად შემთხვევებში გრძელდება დღემდეც. 

ეპიტაფიები იმის დასტურიცაა, რომ ქართულ საისტორიო საბუთებში პიროვნება მხოლოდ და მხოლოდ სამწევრიანი ანთროპონიმული მოდელით არ ფიქსირდებოდა. უხვად იყო და დღესაცაა სახელით და გვარით, მხოლოდ სახელით დაწერა-მოხენიების შემთხვევები. 

ეპიტაფიებით დასტურდება საქართველოში ოფიციალურად დაკანონებული ორწევრიანი ანთ­რ­ოპონიმული მოდელის გავრცელების შესახებ.

მე-19 საუკუნის ეპიტაფიებით, იყო შემთხვევები, როცა ქალი იწოდება არა მეუღლედ, არამედ მეუღლად. სქესის გარჩევის აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი დაუდო სულხან-საბა ორბელიანმა.

სქესის აღმნიშნვნელი, აფიქსის მეშვეობით გარჩეული სახელების (იოანე-იოანა, ალექსანდრე-ალე­ქსანდრა...) გამოყენების შემთხვევები დასტურდება ეპიტაფიებითაც.

აღნიშნულის ეპიტაფიებში და ზოგადად გავრცელებას ხელს უწყობდა რუსული ენის გავლენაც.

საფლავის ქვების ეპიტაფიები გვინახავენ გაანთროპონიმებულ ადვილად საცნობ ქართულ სიტ­ყვებს. გვხვდება აგრეთვე მეტსახელები. ეპიტაფია წარმოდგენილია სახელით; მესტახელით; სახე­ლით, მეტსახელითა და გვარით.

ხშირად ეპიტაფიებდართული სახელები წარმოდგენილია ფუძის სახით, მეტსახელებში კი გამ­ოკვეთლია დიალექტური მახასიათებლები.

გარდაცვლილ ქალთა საფლავის ქვებზე დატანილი ორი გვარი ადასტურებს, რომ ქალი გათხ­ოვების შემდეგ იტოვებდა საკუთარ გვარს, თუმცა ღებულობდა მეუღლე მამაკაცის გვარსაც. 

აღნიშნული „ეპოქის ხელოვნურად შემოტანილი პროდუქტი“ გამოიწვევდა სოციალური ურთი­ერთობის იმ ფორმის მოშლას, რასაც ჰქვიოდა ეკზოგამიურობის განმსაზღვრელი წესის ჩამოშლა, უფ­ლ­ებიანობის დარღვევა; ქალის უშუალოდ მიკუთვნებულობა სხვა სოციუმისადმი, პიროვნებისადმი. 

ეპიტაფიების კვლევა ადასტურებს, რომ ქართულ სინამდვილეში საკმაოდ გავრცელებული იყო მამის სახელის რუსული მიმართვის ფორმა (პარმენიჩი, რაჟდენიჩი...). 

 ეპიტაფიების კვლევა საშურად მიგვაჩნია, რამდენადაც მათში ასახულია ქვეყნის ეთნო-კულ­ტურა და ენის ისტორია.

 

საკვანძო სიტყვები: ეპიტაფიები; ანთროპონიმული მოდელი; ენობრივ-ლიტერატურული ფორ­მები; ეთნიკურ-კულტურული ისტორია; ტრადიციულ-ქართული და ქრისტიანობის მიერ მოტანილი სახელები; მეტსახელი.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია