ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების პირველი ქართველი მთარგმნელის უცნობი ხელნაწერი

  • Elene Gogiashvili ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-3695-7360

Resumen

XIX საუკუნის ბოლოს ქართულ პერიოდიკასა და საყმაწვილო ჟურნალებში იბეჭდებოდა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები, თარგმნილი გერმანული და რუსული ენებიდან. სტატია ეხება ანდერსენის ზღაპრების ქართულ თარგმანებს XIX საუკუნის 70-იან წლებში, რომელთა ხელნაწერი მიკვლეულ იქნა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორულ არქივში. გამოუქვეყნებელი ხელნაწერი ეკუთვნის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოლკლორულ კოლექციას. წყაროთკრიტიკული ანალიზის შედეგად ირკვევა მთარგმნელის ვინაობა და ბიოგრაფიული ცნობები. ჰანს ქრისტიან ანდერსენის პირველი ქართველი მთარგმნელი ლევან ჩერქეზიშვილია, XIX საუკუნის ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწე, ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი.

„თოვლის დედოფალი“ და „ბულბული“ ანდერსენის ის ზღაპრებია, რომლებიც შედევრებად არის აღიარებული, ყოველთვის ჩართულია რჩეულ კრებულებში და ყველაზე ხშირად იბეჭდება ილუსტრირებული სახით. უცნობი ხელნაწერი სწორედ ამ ორ ზღაპარს შეიცავს. ზღაპრის თარგმნის ხელოვნება ლიტერატურული ინტერესების საზღვრებს სცდება და როგორც კულტურის ერთგვარი რეპრეზენტაცია, ერთ-ერთი იმ ინტერდისციპლინურ საკითხთაგანია, რომელიც ფილოლოგიური, ისტორიული და კულტურული ანთროპოლოგიის პერსპექტივიდან შესწავლას ითხოვს.

 

საკვანძო სიტყვები: ზღაპარი, თოვლის დედოფალი, ბულბული, საბავშვო ლიტერატურა, ფოლკლორული არქივი.

Publicado
2023-06-13
Sección
ფოლკლორი