სტილისტური მარკერები XXI საუკუნის ინგლისურენოვან საპრეზიდენტო დისკურსში

  • Nino Tavidashvili ფილოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი, ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #59, 4600, საქართველო, http://orcid.org/0009-0009-6270-3872

Resumen

ნაშრომის მიზანია სტილისტური მარკერების გამოყენების თავისებურებათა ანალიზი ბოლო ორი ათწლეულის დომინანტურ, კერძოდ, საპრეზიდენტო ინგლისურენოვან პოლიტიკურ დისკურსში, რომელიც დისკურსის მკვეთრად არგუმენტაციულ ტიპს წარმოადგენს. კვლევის აქტუალობას პოლიტიკური კომუნიკაციის ფენომენის და მისი მექანიზმების მიმართ მკვლევართა მზარდი ინტერესი და აღნიშნულ მექანიზმთა სიღრმისეულად შესწავლის მნიშვნელობა განსაზღვრავს.

პოლიტიკური დისკურსი არის რთული და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ნიშანთა სისტემა  - მსმენელზე ორიენტირებული ლინგვისტური და სოციოკულტურული ნიშნების სინთეზი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაზე ზემოქმედებას. პოლიტიკური დისკურსის კონსტრუირებისას სტილისტური მარკერების არჩევანს კონკრეტული სოციოკულტურული გარემოს სპეციფიკა განსაზღვრავს. სტილისტური ხერხები გამოირჩევა მრავალფეროვნებით. თითოეულ მათგანს აქვს განსაკუთრებული პერსუაზიული ეფექტი, რადგან აერთიანებს ლინგვისტურ, კოგნიტურ და პრაგმატიკულ ცოდნას კულტურის, ისტორიისა და იდეოლოგიის გათვალისწინებით და მნიშვნელოვანწილად ეხმარება პოლიტიკოსს შექმნას სასურველი საზოგადოებრივი აზრი და ემოციური ფონი, გავლენა მოახდინოს აუდიტორიის წევრთა ინტელექტსა და ნებაზე.

დასახელებული პერიოდის ამერიკელ  პრეზიდენტთა საპროგრამო სიტყვების გაანალიზების გზით წარმოვაჩინეთ საკვლევ კორპუსში დაფიქსირებული უმთავრესი სტილისტური მარკერები (მეტაფორა, შედარება, ეპითეტი, პერიფრაზი, პერსონიფიკაცია, ჰიპერბოლა, მეტონიმია, პარალელური სინტაქსური კონსტრუქციები, ანტითეზა, ალუზია) და მათი ფუნქციობის სპეციფიკა;  განვსაზღვრეთ მარკერების ძირითადი მოდელები, გამოყენების სიხშირე; მოვახდინეთ მათი შინაარსობრივ-თემატური კლასიფიკაცია და პრაგმატიკული ინტერპრეტაცია. სტილისტური მარკერების ფართო სპექტრი, რომელსაც ქვეყნის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსები მიმართავენ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური მესიჯის გასაჯაროებისას, ადრესანტების მაღალ ორატორულ ხელოვნებაზე მიუთითებს.         

 

საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური დისკურსი; საპრეზიდენტო დისკურსი; სტილისტური მარკერები; სტილისტური ანალიზი.

Publicado
2023-12-23
Sección
სამეცნიერო სტატიები -ლინგვისტიკის სექცია