ერთი სახის ზმნიზედათა გამოყენების საკითხი ჰიპოტაქსურ წინადადებებში (რახანია/დიდი ხანია/რამდენი ხანია/ერთხანს/ეს ერთი ხანია)
Resumen
სპეციფიკურია ისეთი წინადადებების აგებულების საკითხი, რომელთაც შემადგენელ კომპონენტად აქვთ ერთი სახის ზმნიზედები: რახანია/დიდი ხანია/რამდენი ხანია/ერთხანს/ერთი ხანია. საქმე ეხება ისეთ რთულ წინადადებებს, რომლებშიც მხოლოდ დასახელებული ზმნისართებით გადმოიცემა მთავარი წინადადება, რომელსაც უკავშიროდ ან რაც კავშირით მოჰყვება დამოკიდებული წინადადება. სტრუქტურის მიხედვით, ვფიქრობთ, დასახელებული კონსტრუქციის წინადადებები რთული ქვეწყობილი წინადადებებია, კერძოდ, მთვარის მიმართ დამოკიდებული. აქ დროის ზმნისართები (რახანია/დიდი ხანია/რამდენი ხანია/ერთხანს/ერთი ხანია) წარმოდგებიან მთავარ წინადადებად, რომელთაც მოჰყვება დამოკიდებული წინადადება. როგორც წესი, მთავრის მიმართ დამოკიდებულ წინადადებებში დამოკიდებულთან აერთებს მიმართებითი ნაცვალსახელი რაც.
საკვანძო სიტყვები: სინტაქსი, ზეპირმეტყველება, ზმნიზედა





