ეკატერინე გაბაშვილის იდეური მრწამსი ,,ფრთაშეკვეცილ“ქალთა ზოგიერთი სახის წარმოჩენისთვის ნოველა ,,დიდ-ხევაში“
Resumen
მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ეკატერინე გაბაშვილი, რომელმაც თავის სამოქალაქო აქტივიზმში გაჟღერებული აქტუალური პრობლემები გადაიტანა მწერლობაში და ამით შეეცადა ფართო მასების განვითარებას, ცნობიერის ამაღლებასა და მოსახლეობისთვის ბიძგის მიცემას, ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ რეალური პრობლემების წინაარმდეგ. ეკატერინე გაბაშვილის საქმიანობა განსაკუთრებით იმედისმომცემი იყო მოძველებული საზოგადოებრივი აზრებისა და უუნარო ტრადიციების მორჩილებისგან ფრთაშეკვეცილი ქალებისთვის. ერთი კონკრეტული ნოველის მაგალითით (,,დიდ-ხევაში“) განხილულია მწერლის მნიშვნელოვანი მოსაზრებები და ეპოქისთვის პროგრესული იდეები, რომლებიც ხატოვნად აისახა ნაშრომში და ნათელი მაგალითებით, მეტად გულშიჩამწვდომი და გასაგები გახდა მკითხველისათვის.
საკვანძო სიტყვები: ეკატერინე გაბაშვილი; ქალთა პრობლემები; ევროპული ორიენტირები; პროგრესული იდეები.





