პოსტმოდერნისტული ტენდენციების მნიშვნელობა გოდერძი ჩოხელის რომანის ,,სულეთის კიდობანი“ სრულყოფილი გააზრებისათვის

  • Giorgi Khorbaladze ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-0453-8521

Resumen

უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში არსებული პოსტმოდერნისტული ტენდენციების შესახებ, ჩვენ დავამუშავეთ სადისერტაციო საკვალიფიკაციო ნაშრომის ერთი თავი - 2013 წელს და იმ დროისათვის, დისერტაციის აღნიშნული თავი შეფასებულ იქნა, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე. მოგვიანებით, დაახლოებით რვა წლის შემდგომ, ერთ-ერთ სხვა სადისერტაციო ნაშრომში, დისერტანტის მიერ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, მხოლოდ ერთი წინადადებით უარყოფილი იქნა პოსტმოდერნისტული ტენდენციების არსებობა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში, რამდენადაც, არ იქნა სათანადოდ გაანალიზებული ის დასკვნები და არგუმენტები, რომელიც მთელი ერთი თავის ფარგლებში საკმაოდ გვქონდა წარმოდგენილი. უფრო მეტიც, გამოიკვეთა, რომ დისერტანტი ჩვენ მოგვაწერდა იმასაც, რაც არც გვითქვამს და არც დაგვიწერია. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ფაქტი ერთეულ შემთხვევას წარმოადგენს და ამის გამო არავის გადაუფასებია მანამდე დაფიქსირებული ზეპირი თუ წერილობითი პოზიცია ჩვენი კვლევის ამ კონკრეტულ ნაწილთან მიმართებით, თავი მაინც ჩავთვალეთ მოვალედ, დამატებით მიმოგვეხილა საკითხი, მათ შორის საპირისპირო მოსაზრების გათვალისწინებით და ამ ფონზე, უფრო გამოგვეკვეთა პრობლემის მნიშვნელობაც, რაც ძალზე დიდი დისტანციით სცილდება გემოვნებისა თუ მეცნიერული ტაქტიკის სფეროს.

ბუნებრივია, ჩვენი მიზანი ვერ იქნება ყოველ განსხვავებულ და მით უფრო დასაბუთების გარეშე დატოვებულ მოსაზრებას გამოვედევნოთ, თუმცა, მიგვაჩნია რომ, ამ საკითხში ნაკლები გაურკვევლობის დატოვება უმნიშვნელოვანესია თავად მწერლის შემოქმედებისათვის და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება ბუნდოვანება დავტოვოთ უპასუხობით, რამდენადაც, გოდერძი ჩოხელის ის რომანი, რომელზეც ჩვენ წინამდებარე ნაშრომში ვამახვილებთ ყურადღებას, აუცილებლად უნდა იქნას წაკითხული იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაწარმოებებში პოსტმოდერნიზმის ელემენტების არსებობა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც რომანის სწორ აღქმას განაპირობებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი რამ რეალურად დარჩება ამოუკითხავი და ზიანი მიადგება ტექსტის სრულყოფილად გააზრების პერსპექტივებს.

 

საკვანძო სიტყვები. გოდერძი ჩოხელი, პოსტმოდერნიზმი, რომანი, ტექსტის ინტერპრეტაცია.

Publicado
2024-12-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.