ვითარების ზმნისართების ტრანსფორმაცია შიდაქართლურში

  • Mariam Koberidze ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ი. ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-6604-1628

Resumen

წინამდებარე  სტატიაში  შესწავლილია  შიდაქართლურში დადასტურებული ვითარების ზმნისართები. საკვლევი მასალა ჩაწერილია  ჩვენ მიერ  დიდი და პატარა ლიახვის, ფრონის, ძამას, კავთურას, თეძმისა  და ატენის ხეობის სოფლებში.  უახლესი მასალა გაანალიზებულია და შედარებულია ქართველი ენათმეცნიერების მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილ დიალექტურ ტექსტებთან  დროსა და სივრცეში ქრონოლოგიურად დაშორებული ენობრივი პროცესების წარმოსაჩენად.

ვითარების ზმნისართად გამოიყენება, როგორც პირველადი (ძირეული), ისე  სხვა მეტყველების ნაწილისაგან ნაწარმოები ზმნისართები. ტრანსფორმაციას განიცდიან არსებითი სახელები, ზედსართავი სახელები,  რიცხვითი სახელები, ნაცვალსახელები, თანდებულები და ნაწილაკები.

საყურადღებოა,  ვითარების ზმნისართის  მაწარმოებელი სუფიქსები.  - ივ :  თანაბრივ, უბნობლივ, თვალნათლივ.... -რე: აგრე, მაგრე, ეგრე.... რთული ზმნისართები: პანტიპუნტად, ტოლნაწილად ... ყველა ეს ზმნისართი ხშირად  წარმოდგენილია -ა მავრცობი ხმოვნით.

- ი ემფატიკური ხმოვნისა და -დ ბრუნვის ნიშნის ცვლილება -თ ბგერად იწვევს პარალელური ფორმების წარმოებას: ძალად// ძალათ//ძალათი;  ცოტად//ცოტათ// ცოტათი....

ვითარების ზმნისართის  ფუნქციით გამოიყენება პოსტპოზიციური წყობის  -ვით  სახელობითი  ბრუნვისა და -ზე  მიცემითი ბრუნვის თანდებულებით  წარმოქმნილი ფორმები.

ვითარების ზმნისართი ძირითადად  დაკავშირებულია ზმნასთან, მაგრამ წყვილს ქმნის წინადადების სხვა წევრებთანაც. წინადადებაში მისი  ადგილი თავისუფალია:  ის შეიძლება წინ უსწრებდეს ან მოსდევდეს წინადადების წევრს, ან გათიშული იყოს მისგან სხვა წევრებით.  ტრანფორმირებული მეტყველების ნაწილების ფუნქცია ქართული ენობრივი სისტემის მსგავსია. შეინიშნება ენის შინაგანი პოტენციის, მოსახლეობის მიგრაციით  და სხვა დიალექტებთან ურთიერთობით განპირობებული ენობრივი მოვლენები. არ დასტურდება სხვა ენიდან ნასესხები ტერმინები.

 

საკვანძო სიტყვები: ქართული სალიტერატურო ენა, დიალექტი, შიდაქართლური,  ვითარების ზმნისართი, წარმოება, სტრუქტურა, მავრცობი ხმოვნები, პარალელური ფორმები.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

Publicado
2024-12-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების, თარგმანისა და სწავლების მეთოდების განყოფი