ერთი სახის კომპოზიტების მართლწერა
Resumen
მართლწერის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე პრობლემური საკითხი კომპოზიტების დაწერილობაა. სირთულეს განსაკუთრებით ქმნის ენაში ლამის ყოველდღიურად შემოსული უცხო სიტყვებისგან წარმომდგარი რთული სიტყვები. აღსანიშნავია, რომ ისინი თვითონ უცხო ენაში სხვაგვარად იწერება, თუმცა, ბუნებრივია, ქართულისათვის ის ვერ იქნება შესაბამისი და მართებული. დაწერილობის რეკომენდაციები შემდეგია:
გამონაკლისია პრემიერ-მინისტრი. დასაშვებია მისი ერთად დაწერილობაც – პრემიერ-მინისტრი (//პრემიერმინისტრი).
ბ) პირველი კომპონენტი ხმოვანფუძიანია: ვიცეპრეზიდენტი, ვიცეპრემიერი; კინომუსიკა, კინორეჟისორი, კინოგახმოვანება; მედიაკომპანია, მედიამაუწყებლობა, მედიამენეჯერი; ტელეგადაცემა, ტელეკომპანია, ტელეწამყვანი; რადიოგადაცემა, რადიოკომპანია, რადიომაუწყებელი; ვიდეომასალა, ვიდეოკოლაჟი, ვიდეოგადაღება; აუდიომოწყობილობა, აუდიოჩანაწერი, აუდიოწიგნები; ფოტოსესია, ფოტოგადაღება, ფოტოპირი; ავტოგაქირავება, ავტოსესხი, ავტომომსახურება...
- ორზე მეტკომპონენტიანი უცხოური სიტყვებისგან შემდგარი კომპოზიტები (არსებითი სახელის სრული ან შეკვეცილი ფუძე) ერთ საერთო ცნებას გამოხატავენ და, შესაბამისად, ერთად დაიწერება. მათი შემადგენელი ნაწილები მთლიანობაში გადმოსცემენ ერთ საერთო შინაარსს (და არა ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სიტყვებით). ამიტომ ზემოთ განხილული კომპოზიტების (კინომუსიკა, აუდიოჩანაწერი, ვიდეოკოლაჟი...) მსგავსად ერთად დაიწერება, რადგან მათ შორის აზრობრივად არ დაისმის და კავშირი: რადიოკავშირგაბმულობა, რადიოკინოდანადგარი, რადიოფოტოტელეგრაფი, ელექტროვაგონშემკეთებელი, ოტორინოლარინგოლოგი, ავიამოტორმშენებლობა, ავტოჯავშანმანქანა, ვიდეომაგნიტოფილმი, რადიოაერონავიგაცია, ელექტროკარდიოტოპოგრაფია...
საკვანძო სიტყვები: კომპოზიტი, მართლწერა, ნორმა





