პრესისა და საზოგადოებრივი დისკურსის გავლენა ებრაული თემის იდენტობის ტრანსფორმაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (1930-40-იანი წლები)
Resumen
მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მღელვარე პერიოდი იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მილიონობით ადამიანის და მათ შორის ებრაელთა ცხოვრება და თვითმყოფადობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ებრაული დიასპორა, რომელიც ჯერ კიდევ ახალი იმიგრაციის შედეგი იყო, 1930-იან წლებში „დიდი დეპრესიის“ ეკონომიკურ კრიზისს და 1940-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის გამანადურებელ მოვლენებს შეეჯახა.
ამ პერიოდის პრესისა და საზოგადოებრივი დისკურსის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. სწორედ მედია იყო ის არხი, რომლის საშუალებითაც ყალიბდებოდა ებრაული საზოგადოების იდენტობა და ამავდროულად საზოგადოების ფართო წრის დამოკიდებულება ებრაული თემის მიმართ.
სტატიაში საუბარია ამერიკული პრესისა და საზოგადოებრივი დისკურსის როლზე ებრაული იდენტობის ტრანსფორმაციის საკითხში მეორე მსოფლიო ომის და შემდგომ ათწლეულში. კონკრეტულად, გამოკვლეულია, თუ როგორ ასახავდა ამერიკული პრესა-პერიოდიკა 1930-40-იან წლებში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენების ფონზე, როგორებიც იყო „დიდი დეპრესია“, ჰოლოკოსტი და მეორე მსოფლიო ომი, ებრაელთა საკითხებს. იქიდან გამომდინარე რომ აღნიშნული ისტორიული მოვლენები გარდამტეხი აღმოჩნდა ამერიკული ებრაული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანია იმ მედია-ნარატივების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ამერიკელ ებრაელთა საზოგადოებრივ და კულტურულ თვითაღქმაზე. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია, როგორც ზოგად მასობრივ პუბლიკაციებზე, ასევე, ებრაული თემატიკის სპეციალიზირებულ გამოცემებზე, რათა გამოკვეთილ იქნას განსხვავებული პერსპექტივები და მათი გავლენა ებრაელთა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ასიმილაციის პროცესზე.
საკვანძო სიტყვები: ებრაული დიასპორა, მეორე მსოფლიო ომი, ჰოლოკოსტი, პრესა, იდენტობა, ამერიკული საზოგადოება.