აღმოსავლური კონცეპტები ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმებში

  • Maia Kikvadze ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. ბათუმი, ნინოშვილის 35, 6010, საქართველო, http://orcid.org/0009-0002-5048-9011

Resumen

თავისი ისტორიული მდებარეობის გამო საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ენობრივ-კულტურული ურთიერთობები თურქეთთან.

ქართულ ენაში მრავლადაა როგორც უშუალოდ თურქული ლექსიკა, ასევე თურქულის გზით შემოსული სპარსულ-არაბული სიტყვები.

ქართული ენა მდიდარია ხატოვანი სიტყვა-თქმებით, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს ხალხის კულტურა, ტრადიციები, ცხოვრებისეული გამოცდილება, ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, ენობრივი კონტაქტები და გავლენები.

ქართული  ხატოვანი სიტყვა-თქმების დიდი ნაწილი შექმნილია აღმოსავლური-თურქულ-სპარსულ-არაბული კონცეპტებით. სწორედ ამ ენების კონცეპტებიან სიტყვა-თქმებს განვიხილავთ მოხსენებაში. 

ზოგიერთი ცნება მიეკუთვნება უძველეს ნასესხობას. ზოგი გამონათქვამი ან ფრაზეოლოგია უნივერსალურია, სხვებს აქვთ მსგავსი სემანტიკა ან ცნება შეცვლილია.

ემპირიულ მასალად გამოვიყენეთ თედო სახოკიას „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი" (1979).

ნაშრომში განხილული გვაქვს  რამდენიმე მაგალითი, რომელთაც ვუდარებთ სხვადასხვა სალექსიკონო მასალას.

აღას შნო მოგცეს= მოგცეს მიხვედრილობა, სიმარჯვე, გამარჯვება:  აღა  (თურქ.-სპარ. Ağa)- ბატონი‚ მეპატრონე‚ დამქირავებელი.

ალალი ოფლით ლუკმის ჭამა = პატიოსანი შრომით ცხოვრება, უმწიკვლო არსებობა. ალალი (არაბ. Helal) -კანონიერი.

დავთარში არ უწერია = არ აქვს ჩვეულება, საჭირო არ არის. დავთარი (თურქ. defter) -რვეული.

დოვლათზე ზის = კარგად არის, მდიდარია, არაფერი აკლია. დოვლათი (არაბ. Duflat, თურქ. Dovlat).

დუნია, დუნია ხალხი=ბევრი, უთვალავი, უხილავი სივრცე ან ხალხი; დუნია (არაბ. Gunya):

ვაი შენს მტერს და დუშმანს = კარგად გამყოფოს, უბედურება აგცდეს; დუშმანი  (სპარ. duşman)-მტერი.

სიფთა შენი = -თავდაპირველად, დასაწყისში, პირველად. სიფთა (არაბ. Siftah). შდრ. სიფთა-თავდაპირველად, დასაწყისში: „სიფთა ხელზე იეფათ მომცა“ (ფუტკარაძე, 1993:567).

 

საკვანძო სიტყვები: კულტურა, კონცეპტი, ხატოვანი თქმები, სემანტიკა.

Publicado
2025-12-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია