ფოლკლორისტიკის ინსტიტუციონალიზაციის ისტორიისათვის საქართველოში

  • Eter Intskirveli კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თბილისი, პაატა სააკაძის 1, 0102, საქართველო, http://orcid.org/0009-0007-9196-9608

Resumen

ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი „ფოლკლორისტიკის მამამთავრად“ აღიარებული ვახტანგ კოტეტიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ასევე გავრცელებულია მისი დაპირისპირების ამბავი საბჭოთა ფოლკლორისტ მიხეილ ჩიქოვანთან; მაგრამ ამ კონფლიქტის წარმოშობის, განვითარებისა და კულმინაციის დეტალები საქართველოში დღემდე ბურუსით არის მოცული, რადგან ისინი არასდროს არავის გამოუკვლევია. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მიხეილ ჩიქოვანის პიროვნებაა, რომელიც 1936 წლიდან 1983 წლამდე სათავეში ედგა ქართულ ფოლკლორისტიკას, მეორე მხრივ კი ის, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში ფოლკლორისტები თავს არიდებდნენ ფოლკლორისტიკის ისტორიის კვლევას და, უპირატესობას თვითონ ქართული ფოლკლორის შესწავლას ანიჭებდნენ. თემურ ჯაგოდნიშვილი ერთადერთი მეცნიერია, ვინც ფუნდამენტურად შეისწავლა ქართული ფოლკლორისტიკის ისტორია XIX საუკუნიდან - XX საუკუნის 30-40-იან წლებამდე და საბჭოთა ფოლკლორის საკითხებსაც შეეხო, თუმცა კვლევა-ძიება ამ მიმართულებით  აღარ გაუგრძელებია.

ნაშრომში შესწავლილია XX საუკუნის 30-იან წლებში ქართული ფოლკლორისტიკის, როგორც ფილოლოგიური სამეცნიერო დარგის, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც კოტეტიშვილი-ჩიქოვანის კონფლიქტის ფონზე წარიმართა და კოტეტიშვილის რეპრესირებით დასრულდა.

ნაშრომი, დიდწილად, საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ქართული ლიტერატურის მუზეუმის არქივებს შორის გაფანტულ და ამ დრომდე სრულიად უცნობ/გამოუქვეყნებელ საარქივო მასალებს ეყრდნობა, მათ შორისაა როგორც სხდომათა ოქმები და სამეცნიერო ანგარიშები, ისე პირადი დღიურები. მოძიებული მასალები ნაშრომში რეტროსპექტულად არის წარმოდგენილი და გაანალიზებული. კვლევამ აჩვენა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ვახტანგ კოტეტიშვილს, როგორც განსწავლულობის, ნიჭიერებისა და თავისუფლების სიმბოლოს, საკუთარ წიაღში აღმოცენებული, საბჭოთა სულისკვეთებით გამოზრდილი მიხეილ ჩიქოვანის სახით  ებრძოდა და უპირისპირდებოდა.

 

საკვანძო სიტყვები: საბჭოთა ფოლკლორისტიკა; ვახტანგ კოტეტიშვილი; მიხეილ ჩიქოვანი; „ელხი“; ფოლკლორის განყოფილება.

Publicado
2025-12-29
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.