ფიტონიმურ იდიომებში გამოხატული ექსპრესიულობა და ემოციურობა (ქართული და ფრანგული კორპუსის ბაზაზე)

  • Sophio Kakhidze ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი, ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35, საქართველო, 6010, http://orcid.org/0009-0006-6859-8266

Resumen

სტატიის მიზანია ქართული და ფრანგული კორპუსის ბაზაზე მოპოვებულ ფიტონიმურ იდიომებში ექსპრესიულობისა და ემოციურობის ძალის და გავლენის წარმოჩენა ორი ენის შედარების გზით და ამ შედარების შედეგად მსგავსი და განსხვავებული აღქმისა და გავლენის გამოკვეთა ორ განსხვავებულ კულტურაში.

ფიტონიმები ლექსიკის ერთ-ერთი გამორჩეული  და საკმაოდ მდიდარი ნაწილია, რომელიც თავისი სიღრმით საინტერესო კვლევის ობიექტია, თუმცა იდიომებში ის უფრო და უფრო საინტერესოა, რამეთუ მათში ჩაქსოვილი ერის სიმდიდრე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და გადაეცემა, კვლევისთვის ძალიან ძვირფასია როგორც ენობრივი, ასევე კულტურული თვალსაზრისით, მით უფრო როცა იდიომებს ადამიანები დღეს უფრო და უფრო ხშირად იყენებენ მათ ყოველდღიურობაში.

მოგეხსნებათ,  რომ მათი თარგმნა და გაგება არც ისე მარტივია თუ სამიზნე ერის კულტურას არ ვიცნობთ, ამიტომაც ამ ტიპის კვლევა გვეხმარება არამონათესავე ენების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედარების გზით, ვაჩვენოთ ორი განსხვავებული ერის წარმომადგენელთა სამყაროსეული აღქმისა და გაგების ექსპრესიულობა და ემოციები. ფიტონიმური იდიომები კი -  დიდ ექსპრესიულ და ემოციურ   მუხტს ატარებენ. ემოციურად შეფერილი ფრაზეოფიტონიმები და მათი ექსპრესიულობა მეტად საინტერესოა სხვადასხვა კუთხით შესასწავლად. სწორედ ამიტომ, ჩვენი კვლევის მიზანია ქართული და ფრანგული  ფიტონიმური იდიომების ექსპრესიული და ემოციური ნიშნით დახასიათება და შეპირისპირებითი ანალიზის შედეგად მათი დაჯგუფება ლექსიკური და შინააარსობრივი თვალსაზრისით.

 

საკვანძო სიტყვები: იდიომი, ფიტონიმი, კულტურა, ექსპრესიულობა, ემოცია, ცნება, ფრაზეოლოგიზმები, ფრაზეოფიტონიმები.

Publicado
2026-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია