ქალის სამარხი დოღლაურიდან: გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კავკასიის არქეოლოგიურ კულტურათა ქრონოლოგიისათვის
Resumen
წარმოდგენილი სტატია შეეხება N194 ქალის სამარხს დოღლაურის სამაროვნიდან, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გამოვლენილი ძეგლებიდან ერთ-ერთი მასშტაბურია როგორც ფართობით, ასევე სამარხთა რაოდენობითაც. სამარხი ნაწილობრივ დაზიანებული იყო, თუმცა მიცვალებულის ჩონჩხი და არქეოლოგიური მასალა შედარებით კარგად შემოინახა. აღნიშნული სამარხი ერთ-ერთია დოღლაურის სამაროვნის იმ სამარხთაგან, რომელიც მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს, როგორც სამარხის მოწყობის წესისა და დაკრძალვის რიტუალის რეკონსტრუქციის, ისე მიცვალებულისათვის განკუთვნილი ნივთების ასორტიმენტისა და ინტერდისციპლინური კვლევების შედეგად მიღებული პასუხების კუთხით.
კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია ოთხი ჭურჭლით, რომელიც შეიძლება ითქვას, ტიპიურია როგორც დოღლაურის სამაროვნის, ასევე ცენტრალური ამიერკავკასიის გვიანდელი ბრინჯაოს კერამიკისა. მრავალფეროვანია სამარხში აღმოჩენილი სამკაული. პარალელები დაფიქსირებულია სხვადასხვა ძეგლზე, რაც საშუალებას გვაძლებს შემოვხაზოთ მათი გავრცელების გეოგრაფიული არეალი და ქრონოლოგიური ჩარჩო.
საკვანძო სიტყვები. დოღლაური; გვიანბრინჯაოს ხანა; კავკასია; სამარხი; კერამიკა; სამკაული;











