სამთავროს სამაროვნის სარდიონის მძივებისა და საკიდების შესწავლის საკითხისათვის

  • Nino Kobalia არქეოლოგიის პროგრამის დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, http://orcid.org/0000-0001-9801-2648
  • Christine Shavlakadze არქეოლოგიის დოქტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისი, http://orcid.org/0000-0001-9801-2648

Resumen

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უმნიშვნელოვანეს ძეგლზე, სამთავროს სამაროვანზე  აღმოჩენილი სარდიონის მძივების კვლევის შედეგებს. სამაროვანზე დაკრძალული საზოგადოების 3000-წლიანი ისტორია ადრე ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეულის შუახანები) განუწყვეტლივ არის წარმოდგენილი და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს ძეგლი შეირჩა სარდიონის მძივების ტიპოლოგიური და ქრონოლოგიური კლასიფიკაციის შესადგენად. აქ ჩვენ შეგვიძლია თვალი გავადევნოთ სარდიონის მძივების ევოლუციას საკმაოდ დიდ ქრონოლოგიურ მონაკვეთში - ძვ.წ. XVII – ახ.წ. VIII საუკუნეებით დათარიღებულ 311 სხვადასხვა ტიპის სამარხში საერთო ჯამში 14655 სარდიონის მძივი დადასტურდა. მინერალოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სარდიონის არტეფაქტებისთვის გამოყენებული ნედლეულის უმეტესობა საქართველოში არსებული აქატ-ქალცედონის საბადოების იდენტურია; რაც შეეხება კლასიფიკაციას, ჩვენ დავაჯგუფეთ მძივები ექვს ძირითად ქრონოლოგიურ ჯგუფად და დავადგინეთ თითოეული პერიოდისთვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნები.

 საკვანძო სიტყვები. სამაროვანი; სარდიონი; მძივი; საკიდი;                 

Publicado
2022-07-05
Sección
სამეცნიერო სტატიები-არქეოლოგიის სექცია