ეშნუნას კანონები

  • NINO CHAREKISHVILI საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პროფესორი, დოქტორი, მის.: გორგასალის ქუჩა #101, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9568-2926

Resumen

სტატიაში მოცემულია ე.წ. „ეშნუნას კანონების“ ქართული თარგმანი და კომენტარები. მესოპოტამიური სამართლის სხვა ძეგლებისგან განსხვავებით, ამ ტექსტმა მიიღო სახელი იმ ქალაქის მიხედვით, სადაც იგი შეიქმნა, ეს იყო ქალაქი ეშნუნნა (თან. თელ ასმარი), რომელიც მდებარეობდა ურის ჩრდილოეთით, ტიგროსის შენაკად მდინარე დიალას ნაპირზე და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახდა ურის მესამე დინასტიის დაცემის შემდეგ.

ეშნუნას სამართლის კოდექსი შედგენილია აქადურ ენაზე. კანონები მოიცავს დებულებებს, რომლებიც ეხება სხვადასხვა სიტუაციებს, მათ შორის მოიჯარეების პასუხისმგებლობას, სასოფლო-სამეურნეო საკითხებს, ქურდობას, გირავნობას, დეპოზიტებსა და სესხებს, ვალს, ოჯახურ უფლებებს, ქონებრივ და სექსუალურ სამართალდარღვევებს, მინდობით აღზრდას და ზრუნვას დამოკიდებული კლასის შვილებზე. სხეულის დაზიანებებს, გაქცეულ მსახურებს, ხარებს, ავ ძაღლებს, კედლების ჩამონგრევას და სხვ. ზოგიერთ კანონში  სხვადასხვა საქონლის ფასი განსაზღვრულია ვერცხლით ან მარცვლეულით.

ეშნუნას კანონებში გვხვდება სხვადასხვა სახის დანაშაულები: ქურდობა და მასთან დაკავშირებული დანაშაულები, სექსუალური დანაშაულები, სხეულის დაზიანებები, ხარით გამოწვეული დაზიანება და ა.შ. ამ დანაშაულთა უმრავლესობა ისჯებოდა ფულადი ჯარიმებით (ვერცხლის ოდენობით), მაგრამ ზოგიერთი სერიოზული დანაშაული, როგორიცაა ქურდობა, მკვლელობა და სექსუალური დანაშაული, ისჯებოდა სიკვდილით.

საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია;  მესოპოტამია; აქადური ენა; ეშნუნა; კანონები.

Publicado
2023-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - ასირიოლოგიის სექცია

Artículos más leídos del mismo autor/a