ეგვიპტის მბრძანებლისა და ორი ზღვის ყაენის ალი ბეი ალ-ქაბირის ვინაობის საკითხისთვის

  • ALEKSANDRE MGEBRISHVILI ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

ნაშრომში გამოკვლეულია  XVII – XVIII საუკუნეებში ეგვიპტეში სამშობლოდან გადახვეწილი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პიროვნების ვინაობა, რომელმაც უცხოეთის ცის ქვეშ თავისი ღვაწლით არაერთი გმირობის და თავდადების მაგალითი უჩვენა. ეს პიროვნება იყო ალი ბეი ალ-ქაბირი. ჩვენი ნაშრომის გმირი იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლებმაც თ. ნატროშვილის სიტყვით რომ ვთქვათ - თავიანთი გმირული საქმეებით, შრომით და გარჯით მოიხვეჭეს უკვდავება. ისტორია ხომ ცოცხალთა წიგნია, რომელიც თითქოსდა მკვდრეთით აღადგენს გარდასულ ჟამთა ადამიანებს, რათა გააცნოს ისინი შთამომავლობას.

მკვლევართა გარკვეული ნაწილის მოსაზრებით ალი ბეი ალ-ქაბირი მართლმადიდებელი მღვდლის - დავითის ოჯახში დაიბადა აფხაზეთის ტერიტორიაზე. წყაროთა ნაწილი ამ მღვდელს სახელით და გვარით - დავით მღებრიშვილად მოიხსენიებს. ალი ბეი ალ-ქაბირის ქართული სახელი ყოფილა იოსები. ზოგიერთი მოსაზრებით, იოსებ მღებრიშვილი 1728 წელს დაიბადა სამურზაყანოში (გალის რაიონი), ხოლო მისი მამა - დავითი მოხსენიებულია, როგორც სოფელ ლიძავას ტაძრის წინამძღოლი. მართალია, ეს ორი ლოკაცია საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, ერთი დღევანდელი გალის, ხოლო მეორე გაგრის რაიონში მდებარეობს. თუმცა, თუ ვივარაუდებთ, რომ დავითი კათალიკოსთან დაახლოებული სასულიერო პირია და საკათალიკოსოს ძირითად ცენტრად ბიჭვინთა მოიაზრება, გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო კათალიკოსის თანაშემწე იქვე მახლობლად ლიძავის ტაძრის წინამძღვრად ყოფილიყო გამწესებული. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ტახტის ადგილად იურიდიულად XVIII საუკუნის ბოლომდე რჩებოდა ბიჭვინთის საეპისკოპოსო, კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე უმეტეს შემთხვევაში ვერ ახერხებდა ბიჭვინთაში მიბრძანებას და საკათალიკოსოს განაგებდა გელათიდან.

შესაძლოა, მღვდელ დავით მღებრიშვილისთვისაც ლიძავას ეკლესიის წინამძღვრობასაც, ხშირად, ფორმალური ხასიათი ჰქონოდა. რაც შეეხება მისი ოჯახის სამურზაყანოში ყოფნას და ვაჟის, იოსების 1728 წელს აქვე დაბადების ფაქტს, სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში, ქვეყნის ამ ნაწილში ვითარება სხვაგვარია. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას იქ ქართველები შეადგენდნდნენ.

 

საკვანძო სიტყვები: ალი ბეი ალ-ქაბირი; ეგვიპტე; გრიგოლ ლორთქიფანიძე; იოსებ მღებრიშვილი; აფხაზეთი; სამურზაყანო; დასავლეთ საქართველო; ეგვიპტის მამლუქები; სირია; პალესტინა; დამასკო.

Publicado
2025-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია

Artículos más leídos del mismo autor/a

1 2 > >>