გუდამაყრის ხეობაში გავრცელებული სახალხო დღესასწაულები და რიტუალები გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით

  • GIORGI KHORBALADZE ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-0453-8521

Resumen

თავდაპირველადვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი სამეცნიერო მოღვაწეობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ტენდენცია გვაქვს შესწავლილი გოდერძი ჩოხელის მხატვრულ შემოქმედებაში, თუმცა საკითხი, რომელიც წინამდებარე ნარკვევშია წარმოდგენილი, ერთობ განსხვავებულია თავისი არსითა და მნიშვნელობით. ვგულისხმობთ იმას, რომ ჩვენი ადრინდელი კვლევები უმთავრესად ტექსტის ინტერპრეტაციის ნიმუშებს და ლიტერატურათმცოდნეობით ხაზს ანვითარებენ, წინამდებარე ნაშრომი კი, გაცილებით უფო  მნიშვნელოვანია ეთნოლოგიის მიმართულებით.

   არახალია, რომ გოდერძი ჩოხელი საკუთარ შემოქმედებასა და მხატვრულ სიუჟეტებში, ძირითადად გუდამაყრის ხეობის ყოფა-ცხოვრებას ასახავს, შესაბამისად, ბევრი რამ მის ტექსტებში ფაქტობრივ მასალასა და ავტობიოგრაფიულ შტრიხებზეა დაფუძნებული. მწერლისთვის თავად გუდამაყრის ხეობაც წიგნია, რომელსაც წაკითხვა სჭირდება და ცდილობს კიდეც მისი მხარისათვის დამახასიათებელი ეთნო-კულტურული თავისებურებები (რომელიც დროთა დინების პარალელურად დავიწყების ბურუსში ეხვევა) ლიტერატურულ ტექსტებში გააცოცხლოს.

საკვანძო სიტყვები. გოდერძი ჩოხელი, სახალხო დღესასწაული, რიტუალი, გუდამაყრის ხეობა.

Publicado
2025-06-19
Sección
სამეცნიერო სტატიები - ეთნოლოგიის სექცია